ფრანგულმა გამოცემა Motor Sport-მა BMW-ს უახლესი სპორტული მანქანის სარბოლო ტრასაზე ტესტირების ვიდეო რეპორტაჟი გამოაქვეყნა.

ვიდეო აქცენტირებულია კუპეს დინამიურ შესაძლებლობებზე, როგორც აღმოჩნდა ექსტრემალური M4 CSL-ის შემქმნელები არ შემცდარან თავიანთ გამოთვლებში.

ტელემეტრიამ აჩვენა, რომ BMW M4 CSL-მა 100 კმ/სთ-სთ სიჩქარე, მწარმოებლის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დროში 3,7 წამში განავითარა, თუმცა 200 კმ/სთ-მდე აჩქარებისას სპორტული მანქანა ოფიციალურ დროს 0,2 წამით ჩამორჩა. “რეალურ პირობებში” კი, M4 CSL-ს 100 კმ/სთ აჩქარებისთვის 10,9 წამი დასჭირდა.

ტესტერებს მხოლოდ 1 კილომეტრის მანძილზე აჩქარების შესაძლებლობა ჰქონდათ. სპორტულმა მანქანამ ის 20,3 წამში გაიარა და 271 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება მოახერხა.

BMW ამტკიცებს, რომ M4 CSL-ს სიჩქარის განვითარება 307 კმ/სთ-მდე შეუძლია, მაშინ როდესაც სტანდარტული M4-ის მაქსიმუმი მხოლოდ 250 კმ/სთ-ია.

აღნიშნული შედეგის განმაპირობებელი უფრო მძლავრი, 3 ლიტრიანი V6 ძრავია, რომლის სიმძლავრე 550 ცხ.ძ-მდე და 650 ნმ-მდე გაიზარდა. შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა, რადიკალურად დამსუბუქებულმა კორპუსმაც იქონია.

ამ მონაცემებით M4 CSL არის BMW-ს ყველაზე სწრაფი სერიული მოდელი ნიურნბერგ-არენაზე.

BMW M4 CSL

BMW M4 CSL-მა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიარამ განაპირობა Rivian-ის აქციების მკვეთრი ზრდა
შემდეგი სტატიაMazda-ს ბოლიდი როტორული ძრავით, აუქციონზე გაიყიდება
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში