Pininfarina-ს სრულიად ელექტრო ჰიპერმანქანა Battista-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება სულ რაღაც 1,79 წამში შეუძლია

ახალი რეკორდი ჰიპერმანქანების და ელექტრომობილების სეგმენტში. წარმოებაში სულ ახლახან ფეხშედგმული ელექტრო ჰიპერქარი Pininfarina Battista მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქუჩის ლეგალური ელექტრომობილი გახდა.

ცნობილმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მისი სადებიუტო ელექტრო ჰიპერმანქანა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მოდელია.

პინინფარინამ ზემოაღნიშნული რეკორდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის ავტოდრომზე დაამყარა.

ჰიპერქარის უნიკალური სისტემის წყალობით მანქანამ 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 1,79 წამი მოანდომა-ნათქვამია პრესრელიზში.

ეს მაჩვენებელი კი წინა რეკორდის საზღვრებს არღვევს. შეგახსენებთ, რომ წინა მაჩვენებელი 1,86 წამი, შარშან Rimac Nevera-მ დაამყარა.

და ეს ამით არ სრულდება, ჰიპერქარმა 190 კმ/სთ-მდე აჩქარება 4,49 წამში შეძლო და ეს კიდევ ერთი რეკორდია.

ბატისტას რეკორდული მაჩვენებლები შთამბეჭდავია, მაგრამ არა მოულოდნელი. პინინფარინა საზოგადოებას რაღაც არნახულს ჰპირდებოდა და ასეც მოხდა.

მისი ელექტრული სისტემა ოთხ ელექტრო ძრავს მოიცავს. ძრავების ერთობლიობა 1900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მოემენტი კი 2 300 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 349 კმ/სთ-ია. არც ისე ეფექტურია, არა?… შედარებითვის- ნევერას რეკორდული მაჩვენებელი 411 კმ/სთ-ს უტოლდება.

ავტომობილი Rimac-ის მიერ მიწოდებული 120 კვტ/სთ ბატარეის პაკეტის წყალობით შთამბეჭდავ, 482 კმ-იან დიაპაზონს გვთავაზობს.

Automobili Pininfarina Battista-ს მხოლოდ 150 ერთეულს აწარმოებს. ავტომწარმოებელმა ბატისტა საზოგადოებას 2018 წელს Monterey Car Week-ზე წარუდგინა, მაშინ კონცეფციას PF0 ერქვა.

Pininfarina Battista

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაRimac Nevera ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე სწრაფი EV-ია