Land Rover-ის ახალი, 542-ცხენისძალიანი, V8-ტიპის ძრავის მქონე, Range Rover Sport SVR- ნამდვილი “ღვთიური სასწაულია” !

Land Rover-მა გასაყიდად, მისი ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერი, “ბოლო მოდელის“ Range Rover Sport SVR-ი წარადგინა.

ფირმის სპეციალური მანქანების ოპერაციების განყოფილებამ, ახალი მოდელი, სტანდარტული ავტომობილისგან დისტანცირების მიზნით, განახლებული და გაუმჯობესებული პარამეტრებით აღჭურვა.

ახალ მოდელს რამდენიმე ახალი დეტალი აქვს, მათს შორის წარწერა ძრავის განყოფილების ხუფზე, ე.წ კაპოტზე, ახალი, ნახშირბად-ბოჭკოვანი ხუფები, 22 დიუმიანი დისკები და სამუხრუჭე კალიბრები.

Range Rover Sport

მყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ ინდივიდუალური შეკვეთების გუნდის მიერ შემუშავებული ექსკლუზიური ფერის კომბინაციებიდან სასურველი, მათ შორის, სამი ახალი ფერის ვარიაცია.

ყველა მოდელს აქვს შავი, კონტრასტული სახურავი, სარკის თავსახური, წინა ცხაური და სხვა დამატებითი დეტალები.

ახალი სპეციალური გამოცემა ინარჩუნებს Range Rover Sport SVR–ის 542 ცხენის ძალიან 5.0 ლიტრიან  V8-ტიპის ძრავას, ასე რომ მას შეუძლია 0–62 კმ/სთ სიჩქარე, სულ რაღაც, 4.5 წამში განავითაროს და მაქსიმალურ სიჩქარეს, 176 მ/სთ-ს მიაღწიოს.

ახალი “ზევსის” ფასი 145 000 ევროდან იწყება, სტანდარტული SVR-ის ფასი კი 112 000 ევროა. Land Rover-ს არ დაუანონსებია თუ რამდენ ეგზემპლარად გამოვა ეს ახალი „ღვთიური“ მოდელი.  

Range Rover Sport

მისი კონფიგურაცია უკვე შესაძლებელია ბრენდის ვებ-გვერდზე.

გასულ კვირას გამოქვეყნებულმა ახალმა პაპარაცულმა კადრებმა ახალ მემკვიდრეზე, გარკვეული წარმოდგენა მოგვცა.

დიდი მუხრუჭები, ოთხკუთხა მაყუჩი და გამოკვეთილი უკანა სპოილერი იმეორებს სტანდარტული ავტომობილის კონცეფციას, მაგრამ ახალი, დახვეწილი სტილი და დეტალების კომპოზიციური შერწყმა, მას, წინამორბედისგან, აშკარად განასხვავებს.

Range Rover Sport

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაახალი BMW M5 PHEV 750 ცხენის ძალით
შემდეგი სტატიაBugatti-ს „მომავლის“ მანქანის დებიუტი 2024 წელს იგეგმება