S Class – ორიენტირი პრემიუმ კლასის ავტომობილებში, რომლის ტენდენციებსაც მიჰყვებიან კონკურენტები

წინამორბედმა Mercedes S-კლასმა ამ როლს თავი შესანიშნავად გაართვა: მერსედესმა ის შვიდი წლის მანძილზე ნახევარ 500,000 -ზე მეტი მოდელი აწარმოვა. ახლა კი სახეზეა ახალი Mercedes S Class W223.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

შეფ-დიზაინერ გორდონ ვაგენერის ხელმძვანელობით დიზაინერთა გუნდმა ბევრი თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად – როგორ მოგწონთ უკანა სტოპების „სამკუთხა“ ფომა? ამასთან S-კლასი გახდა პირველი მერსედესი გამოსაწევი კარის სახელურებით, თუმცა სარკეების მაგივრად კამერების ჩასმა დიზაინერებმა ვერ გარისკეს.

მათ გარეშეც კი მერსედესის სედანს აეროდინამიკური წინააღმდეგობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს Cx სულ რაღაც 0,22.

თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ Mercedes S-კლასი ზომაში საგრძნობლად გაზრდილია. საბაზო ვერსიის სიგრძე — 5210 მმ (ეს 94 მმ-ით გრძელია, ვიდრე მისი წინამორბედი). ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ახალი S-კლასი მის წინის წინა თაობაზე W221 – ზე სულ რაღაც 20 მმ-ით გრძელია.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

მთავარი რევოლუცია სალონში მოხდა. ახალი Mercedes S Class – ის სალონი წინამორბედებისგან განსხვავებით სრულად განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს, მისი ვიზუალი ერთი შეხედვით ტესლას სალონს მოგაგონებთ: ვირტუალური „პრიბორები“ (12,3 ინჩი) და მედიასისტემის ეკრანი ერთმანეთისგან გამოყოფილია.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში
ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

მულტიმედია, მეორე თაობის MBUX – 12,8 ინჩიანი ვერტიკალური სენსორული ეკრანით მთლიანად ცვლის ჩვეულ ცენტრალურ კონსოლს. მასში შესულია მუსიკის, მიკროკლიმატისა და მანქანის სხვა ფუნქციების კონტროლი, შედეგად ახალი Mercedes S-კლასის ინტერიერიდან 27 ფიზიკური ღილაკი გაქრა.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

S კლასის შემდეგ, ასეთი მონიტორი რამდენიმე ახალ მერსედესში გამოჩნდება, მაგრამ არა ყველა მათგანში რა თქმა უნდა. ონლაინ შესაძლებლობები უზარმაზარია: მაგალითად, ჩინეთში S კლასის სალონიდან უკვე საკვების ან ავიაბილეთების შეკვეთა შეგიძლიათ.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

სალონში ეკრანების საერთო რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. პრიბორებისა და მულტიმედიის გარდა, ორი ეკრანი უკან მჯდომი მგზავრებისთვისაა, ასევე მცირე ზომის სენსორული პლანშეტი უკანა სავარძლების ცენტრში (შეგიძლიათ ამოიღოთ ის ბუდიდან და გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებელი მოწყობილობა) და მძღოლის წინ განთავსებული ეკრანი.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში
ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

S-კლასის უფრო ძვირადღირებული ვერსია აღჭურვილია გაფართოებული რეალობის სისტემით, რომელიც ნავიგაციურ რჩევებს რეალურ დროში საქარე მინაზე, მოძრაობის მდგომარეობის გათვალისწინებით აჩვენებს.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

სალონის განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანქანასა და ადამიანების ურთიერთქმედებაში. იგი გარს აკრავს ყველა სავარძლის საზურგეს, გადის მთლიან პანელზე და კარებებში, ამასთან თითოეული 16 მმ ბლოკი განათების სისტემაში 250 LED ელემენტისგან შედგება. მათ შეუძლიათ შეცვალონ ჩრდილები, როდესაც სალონის რომელიმე ნაწილში ტემპერატურა შეიცვლება, ისინი ითავსებენ ბორტზე ასისტენტის როლსაც, აწვდიან წითელ სიგნალს ექსტრემალური დამუხრუჭების ან წყვეტილი ზოლის გადაკვეთისას, ასევე როდესაც მგზავრები ცდილობენ კარი გააღონ სახიფათო ადგილას, გამვლელ მანქანასთან ან ველოსიპედისტთან.

უკანა ახალი სავარძლები კიდევ უფრო მეტი რეგულირების და მოდერნიზებული მასაჟის სისტემას გვთავაზობს. მგზავრთა განკარგულებაშია ხუთი სავარძელი, რომელთა შორისაა სამადგილიანი დივანი, სურვილისამებრ გასაყოფი სავარძლებით. თითოეულ სავარძელს 19 ელექტროძრავა აქვს, რომელთა საშუალებითაც ბალიში და საზურგე მგზავრის სხეულის ფორმას ერგება.

საბაზო ორდონიან კლიმატ-კონტროლს ჰაერის ნაკადის დასარეგულირებლად 17 ელექტროძრავა აქვს. საბარგულის მოცულობა თაობათა ცვლასთან ერთად  530-დან 550 ლიტრამდე გაიზარდა.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში
4MATIC, AIRMATIC 4MATIC, AIRMATIC

60 კმ / სთ-ზე მეტი სიჩქარით სვლისას უკანა ბორბლები არა საპირისპირო მიმართულებით, არამედ სტაბილურობის გაზრდის მიზნით იმავე მიმართულებით ბრუნავს საითაც წინა. ახალი S-კლასის დებიუტი რამდენიმე მოდიფიკაციაში შედგა.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

Mercedes-Benz S 350 d აღჭურვილია 2.9 ტურბოდიზელით (286 ც.ძ., 600 ნ.მ) და ერთადერთი ვერსიაა, რომელიც ორ ვარიანტად არის შემოთავაზებული: უკანა წამყვანი და ქუადრო. ყველა სხვა ვარიანტი არის ოთხივე წამყვანი. S 400 d მოდიფიკაციაში იგივე ტურბოდიზელი 330 ცხენის ძალას და 700 ნიუტონ მეტრს ანვითარებს.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

Mercedes-Benz S 450 არის 3.0 ბენზინის ტურბო ძრავა (367 ცხ.ძ., 500 ნ.მ), ხოლო S 500 მოდიფიკაციაში 435 ცხ.ძ. და 520 ნ.მ. გარდა ამისა, ორივე ბენზინის S-კლასს 48 ვოლტიანი სტარტერ-გენერატორი EQ Boost აქვს, რაც სტარტის დროს +22 ცხენის ძალას და 250 ნიუტონ მეტრს მატებს. გადაცემათა კოლოფი ყველასთვის ერთნაირია – ცხრა სიჩქარიანი “ავტომატური” 9G-Tronic. მოგვიანებით ასორტიმენტს დაემატება S-კლასები V8 ძრავით და დაგეგმილია დატენვადი ჰიბრიდი, რომლის ელექტროძრავის რეინჯი 100 კმ-მდე არის გაცხადებული.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

ოთხცილინდრიანი ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი. S-Class ასევე შეინარჩუნებს V12 ძრავას! დაიმლერი არ აპირებს ახალი აგრეგატის განვითარებას და ამ ატოვებს ამჟამინდელ ძრავას სამი სარქველით ცილინდრზე. ასეთი ძრავები დამონტაჟდება მხოლოდ Maybach – ის და Guard – ის ვერსიებზე, მაგრამ 12 ცილინდრიანი Mercedes-AMG S 65 არ დაბრუნდება ასორტიმენტში, ისევე როგორც კუპე კაბრიოლეტი (ამჟამინდელი კუპეს  წარმოება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაშიღა გაგრძელდება). 2021 წლის მეორე ნახევარში S-კლასში Drive Pilot ანუ ავტოპილოტი ჩაირთვება.

ახალი Mercedes-Benz S Class: რევოლუცია ინტერიერში

Mercedes S Class W223 იქნება პირველი ავტომობილი, რომელსაც მერსედესი ახალ ქარხანაში Factory 56 -ში აწარმოვებს. ქარხნის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2.1 მილიარდი ევრო დაჯდა.

ამ ქარხნის მთავარი მახასიათებელი, მისი ტრადიციული კონვეიერის არარსებობაა: მის ფუნქციებს აქ უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები ასრულებენ, რომლებსაც აწყობილი მანქანები გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეში.

წარმოების დაწყება დაგეგმილია სექტემბერში და 2021 წელს ის ასევე დაიწყებს Mercedes-Benz EQS აღმასრულებელი ელექტრომობილების წარმოებას.

მშობლიურ გერმანიაში ახალი S-კლასის შეკვეთა სექტემბრის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო დეკემბერში საავტომობილო დილერ ცენტრებში გამოჩნდება. სხვა ბაზრებზე გასვლა დაგეგმილია 2021 წლის დასაწყისში.

Mercedes S class

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაცნობილია რა ეღირება ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ავტომობილი
შემდეგი სტატიაBMW Kyoto 8 Series – განსაკუთრებული მოდელი მხოლოდ იაპონელებისთვის
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში