პრემიუმ კლასის სედანის პრემიერამდე 3 დღეზე ნაკლები რჩება.

ამ ზაფხულს გერმანელებმა თემას: “Meet the S-Class Digital” 3 ციფრული შოუ მიუძღვნეს, სადაც ახალი S Class – ის მულტიმედიურ შესაძლებლობებზე, უსაფრთხოების ინოვაციურ სისტემებზე და კომფორტის ტექნოლოგიებზე ისაუბრეს. ახლა კი დადგა სრულფასოვანი პრემიერის დრო.

რაღა თქმა უნდა ისაც ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პლატფორმა Meet Mercedes Digital – ზე.

პრეზენტაციის ანონსში კომპანიამ სედანის ესკიზი გამოაქვეყნა, რითაც მოკლედ მიგვანიშნა რას უნდა ველოდოთ.

მაშ ასე: Mercedes-Benz – ის ხელმძღვანელი  ოლა კალენიუსი “მაყურებლებს ექსკლუზიურ ტესტ-დრაივზე დაპატიჟებს”, შეფ-დიზაინერი გორდენ ვაგენერი საფირმო სტილის დეტალებს გაგვიმხელს, გაყიდვების დირექტორი ბრიტა სიგერი მომხმარებლის გამოცდილებაზე და ინოვაციების გავლენაზე ისაუბრებს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი მარკუს შეფერი ინტეგრირებულ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებზე მოგვიყვება.

ამას გარდა, ახალ Mercedes-Benz S Class – ში განცდილ ემოციებს სხვადასხვა ცნობილი სახეები გაგვიზიარებენ.

პაპარაცებმა ფოტოების გადაღებაც მოახერხეს, სადაც ახალი S Class მინიმალური კომუფლიაჟით არის წარმოდგენილი

ახალი Mercedes-Benz S Class – ის პაპარაცული ფოტოები
ახალი Mercedes-Benz S Class – ის პაპარაცული ფოტოები
ახალი Mercedes-Benz S Class – ის პაპარაცული ფოტოები

ასევე პრემიერის ფარგლებში კომპანია შესაძლებლობას მოგვცემს შევიხედოთ ცნობილ “ფაბრიკა 56” – ში, ულტრათანამედროვე საწარმო კომპლექსში.

ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ, გველის 2 სექტემბერს. აჭარაქარსი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ პრემიერის დეტალებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მერსედესი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]