ახალი Mercedes-AMG GT Coupe შვედეთში დააფიქსირეს, შენიღბვამ დახვეწილი ვიზუალი ვერ დამალა

Mercedes-AMG GT Coupe-ის წარმოება გასული წლის დეკემბერში შეწყდა, სპორტული ავტომობილის გამოჩენიდან, ფაქტობრივად, 7 წლის შემდეგ.

ტესტირება სკანდინავიურად…

ახალი მოდელის ჯაშუშულად შენიღბული პროტოტიპი პირველად დააფიქსირეს. ავტომობილი ფოტოგრაფების ობიექტივში დათოვლილ შვედეთში, საჯარო გზებზე ტესტირების დროს მოხვდა.

როგორც ჩანს, სატესტო მანქანას უკვე საწარმოო, ყვითელი კორპუსი ამშვენებს. ფერის გარჩევა შენიღბვის მცირე დეტალებიდანაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს საწარმოო ფარები არ აქვს, მისი წარმოდგენა ახალ SL-ზე დაყრდნობით შეგვიძლია.

მართალია ორ ავტომობილს შორის მსგავსებას აანონსებენ, თუმცა, ეს მსგავსება, რა თქმა უნდა, ინდენტური არ იქნება.

როგორც ამბობენ AMG GT Coupe-ს One ჰიპერქარის გავლენით უფრო აგრესიული დიზაინი ექნება.

კომუფლაჟის გამო ვიზუალური დეტალების დიდი ნაწილის გარჩევა შეუძლებელია, ავტოსამყარო კი მოუთმენლად ელოდება საფარველის ქვეშ დამალულ ღვთაებრივობას.

გადავიდეთ უკან…

უკანა მხარის განლაგება ერთი შეხედვით SL-ისას გავს. ცვლილებები, სავარაუდოდ ბამპერის ქვედა მხარეს და დიფუზორს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ SL-ს მომრგვალებული და გლუვი ხაზები აქვს, დიდი ალბათობით AMG GT Coupe-ს უფრო მკვეთრი სილუეტი ექნება.

დახვეწილი სილუეტი…

ახალი Mercedes-AMG GT Coupe- პირველი ჯაშუშური კადრები
პროფილი, თითქმის იდენტური უნდა იყოს მიუხედავად მათი ზედა ნაწილების განსხვავებისა

პროფილი, თითქმის იდენტური უნდა იყოს მიუხედავად მათი ზედა ნაწილების განსხვავებისა (კუპეს, როდსტერისგან განსხვავებით მყარი ზედა ნაწილი აქვს).

მომავალ AMG GT Coupe-ს მახასიათებლებზე ავტომწარმოებელი ოფიციალურ ინფორმაციას არ გვაწვდის.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთ ვარიანტად SL-ის 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი იქნება ხელმისაწვდომი. (585 ცხენის ძალა) ძრავის კიდევ უფრო მძლავრი ელექტრული დამხმარე ვერსია მანქანის სიმძლავრეს გასაოცარ, 800 ცხენის ძალამდე გაზრდის.

Mercedes-AMG GT Coupe-

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1990-1999)
შემდეგი სტატია10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან