პირველი Ford Mustang-ის დებიუტიდან თითქმის 60 წლის შემდეგ, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა თავისი ფლაგმანის მეშვიდე თაობა წარმოადგინა.

2023 Ford Mustang-ი ორი კომპლექტაციით იქნება წარმოდგენილი – ტურბო 2.3 EcoBoost და 5.0 Coyote V8 GT. მანქანამ შეინარჩუნა როგორც ექვს სიჩქარიანი “მექანიკა”, ასევე ათ სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ორივე კომპლექტაციაში ახალი მუსტანგი მხოლოდ უკანა ამძრავია.

მას მართვის ექვსი რეჟიმი აქვს, მათ შორის სპორტი და ტრეკზე სარბოლო. Ford-ს უყურადღებოდ არც კაბრიოლეტის მოყვარულები დაუტოვებია და კუპესთან ერთად კაბრიოლეტიც წარადგინა.

გარეგნულად მანქანის პროპორციები იგივე დარჩა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფორმებზე.

მე-6 თაობასთან შედარებით, ახალი Mustang-ის ცხვირი უფრო ბრტყელი გახდა. ძრავის ხუფზე ორი საჰაერო ჭრილის მაგივრად, ცენტრში ამოჭრილი ერთი საჰაერო აქვს. EcoBoost ვერსიას ეს ჭრილი არ აქვს.

შეიცვალა ფარების ფორმაც, თუ მე-6 თაობას ერთი მრგვალი ნათურა და სამი ვერტიკალური LED ზოლი ჰქონდა, მე-7 თაობას ერთი დიდის ნაცვლად, სამი პატარა LED ნათურა აქვს. რაც შეეხება ვერტიკალურ LED ზოლებს, ისინი ჰორიზონტალური გახდა და ძირითად ნათურებს წარბებივით გასდევს.

ახალი Ford Mustang 2023: კიდევ უფრო მძლავრი და ტექნოლოგიური, მაგრამ მაინც შიდა წვის ძრავით
მე-7 თაობის Ford Mustang განახლებული ცხვირით

აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მე-7 თაობის 2023 Ford Mustang-ი რეტრო სტილს დაემშვიდობა და უფრო თანამედროვე გახდა.

ინტერიერი

სალონში საბაზო მოდელებს წყვილი ეკრანი აქვთ, თუმცა უფრო მაღალი კლასის კომპლექტაციაში ეკრანი ერთი მთლიანია, რომელიც 12.3 დიუმიან ციფრულ ინსტრუმენტთა ჯგუფს და უფრო დიდ 13.2 დიუმიან ინფო-გასართობ ეკრანს აერთიანებს.

ფორდმა საბოლოოდ თქვა უარი, რადიო და კლიმატკონტროლის ღილაკებზე, რამაც მისი წინა პანელი უფრო “მიმზიდველი” გახადა.

ახალი Ford Mustang 2023: კიდევ უფრო მძლავრი და ტექნოლოგიური, მაგრამ მაინც შიდა წვის ძრავით
2023 Ford Mustang თავის წინამორბედებს შორის ყველაზე ტექნოლოგიური იქნება

შედეგად მივიღეთ ყველაზე ციფრული Ford Mustang ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს. ყველაფერთან ერთად, მას სალონში Apple CarPlay-ისა და Android Auto-ს მხარდაჭერა, 12 დინამიკიანი სტერეო სისტემა და სმარტფონის უკაბელო დამტენი აქვს.

Ford Mustang-ის 2023 წლის მოდელის ღირებულება და გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სადილერო ცენტრებში ახალი მუსტანგი 2023 წლის ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი. მანქანა Flat Rock-ის ქარხანაში აეწყობა (მიჩიგანის შტატი, აშშ.).

ფოტო-გალერეა: 2023 Ford Mustang

ბევრი ელოდა, რომ ახალი Ford Mustang ჰიბრიდული ძრავით და ოთხივე წამყვანით იქნებოდა, თუმცა ფორდმა ამ ვარიანტებზე ჯერჯერობით უარი თქვა.

Ford Mustang 2023

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 Ferrari Purosangue-ის ოფიციალური დებიუტი
შემდეგი სტატიასპორტული მანქანები 90-იანებიდან
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში