Mercedes-Benz-ში აცხადებენ, რომ მათი ელექტრომობილი EQS-ის საწყისი ფასი 100K აშშ დოლარი იქნება

მერსედეს EQS-ის საბაზო მოდელი 90 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრო ელემენტებით და ერთი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, გერმანიაში მისი ფასი 106 ათასი ევროა, ხოლო ორძრავიანი მოდელი, 107.8 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრო ელემენტებით, 135 ათასი ევრო ღირს.

მწარმოებლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ფასები საბაზოა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისების შემთხვევაში ელექტრომობილის ფასი შესაძლოა გაიზარდოს.

მაგალითისთვის, EQS-ის საბაზისო მოდელში ხელოვნურად არის შეზღუდული წინა ბორბლების მოხვევის კუთხე, თუმცა მომხმარებლებს მისი გაზრდა დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შეეძლებათ.

ელექტრომობილი
Mercedes-Benz EQS

ცხადია რომ ამ ავტომობილის შექმნით Mercedes-Benz “ტესლას” სფეროში ფეხის მოკიდებას ცდილობს.

Mercedes-Benz EQS და Tesla Model S მათი ფასიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე პირდაპირი კონკურენტები გამოდიან.

თუმცა, არსებობს მთავარი განსხვავება: “ტესლა” Model S მინიმალისტური და ტექნოლოგიურად განვითარებულია, ხოლო EQS უფრო მაქსიმალისტურია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ელექტრომობილი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]