Chevrolet Trax-ის დებიუტი 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, წარმოება კი, დიდი ალბათობით, 2023 წლიდან დაიწყება
ახალი თაობის კომპაქტური ქროსოვერი, Chevrolet Trax-ი, სულ მალე, წარმოების გზას დაადგება.
Chevrolet-ი ახალ Trax-ს ამ წლის ბოლოს გამოავლენს. ამჟამინდელი მოდელის წარმოება 2022 წლის ბოლოს დასრულდება, შემდეგი თაობის ვერსიის წარმოებას კი 2023 წლიდან შეუდგებიან.
TRAX-ის წარმოება
Chevy-მ 2021 წელს TRAX- ის 42,590 მაგალითი აწარმოა. ეს მაჩვენებელი 2020-ში წარმოებულ 106,299 ერთეულზე 59,9%-ით ნაკლებია.
2022 წლის პირველ კვარტალში Trax-ის მოცულობა 5,801 ერთეულით შემოიფარგლა. მაგალითისთვის- 2021 წლის ანალოგიურ კვარტალში 16,955 ერთეული ირიცხება. სახეზე 65.8%-იანი კლება გვაქვს.
საინტერესო, რატომ აგრძელებენ Trax-ის წარმოებას ამ ციფრების და Buick Encore-ის მაგალითის ფონზე. მოგეხსენებათ ენკორი შევის მსგავს პლატფორმაზე მოძრაობს და მექანიკურადაც მისი მსგავსია.
Encore-ის წარმოება
Buick-ის მიერ მარტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ავტომწარმოებელი Encore-ის წარმოების შეწყვეტას 2022 წლის მოდელის შემდეგ გეგმავდა და ასეც მოხდება.
Encore-ს Trax-სზე უარესი გაყიდვები აქვს. 2021 წელს კომპანიამ 20,072 ერთეული გაყიდა, ეს მაჩვენებელი კი 2020 წელთან შედარებით 51,9%-ით ნაკლებია.
2022 წლის პირველ კვარტალში Buick-მა 2 620 Encore გაყიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,9%-იანი ვარდნაა.
2021 წლის განახლებები
Chevy-მ Trax-ის 2021 წლის მოდელი განახლებული მაჩვენებლებით წარადგინა. მისი 1.4-ლიტრიანი ტურბო 4 ცილინდრიანი 153 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 240 ნიუტონ მეტრს უტოლდება.
ცნობისთვის- წინა ვერსიას 138 ცხენის ძალა და 201 ნმ ჰქონდა.
ევროპელი ნათესავი- Opel Mokka
Trax-ის და Encore-ის ევროპული ანალოგი/ნათესავი Opel Mokka იყო. იმის გათვალისწინებით რომ ახლა ოპელი Stellantis-ის ბრენდების სტაბილურობის ნაწილია უახლეს Mokka-ს წინა ვერსიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს.
ევროპაში Mokka ხელმისაწვდომია EV სახითაც. მას 136 ცხენის ძალა აქვს და მისი ბრუნვის მომენტი 260 ნმ-ს უდრის.
მისი 50 კილოვატ-საათიანი ბატარეა 322 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს. მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ია.
Gallery: Chevrolet Trax (2017)








