სამხრეთ კორეული ავტომწარმებელი Hyundai ახალ სუბ ბრენდს Ioniq – ს ქმნის, რომელიც მხოლოდ ელექტრონულ ავტომობილებს გამოუშვებს.

დაანონსებულია მინიმუმ 3 მოდელი, ამასთან პირველი უკვე თითქმის გამოშვების ზღვარზეა.

ახალი ბრენდი ელექტრომობილების მიმართულებით სახელწოდებით Ioniq
ახალი ბრენდი ელექტრომობილების მიმართულებით სახელწოდებით Ioniq
ახალი ბრენდი ელექტრომობილების მიმართულებით სახელწოდებით Ioniq

მსგავსი პრაქტიკა ჰიუნდაის ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰქონდა, მაშინ ჩვეულებრივი სერია Genesis – ი პრემიალურ ბრენდად გადაიქცა. ახალი სუბ ბრენდიც ამ პრინციპით იქმნება, ჰიუნდაის ახლაც ჰყავს რამდენიმე ჰიბრიდი სახელწოდებით Ioniq, თუმცა დიდი ალბათობით ამ მოდელებს სახელს შეუცვლიან, რადგან კომპანიის მიერ დაანონსებული ელექტროქარების სერიაში არსებული მოდელები არ შედიან.

ბრენდის პირველი მოდელი Hyundai 45 – ის სერიული ვერსიაა, ის ბაზარზე საშუალო ზომის ქროსოვერის სახით მოგვევლინება და Ioniq 5 ერქმევა. ეს მოხდება უკვე მომავალ წელს. ერთი წლის დაგვიანებით ელექტროსედანი Ioniq 6 გამოჩნდება. ხოლო 2024 წელს სერიას სრული ზომის ჯიპი Ioniq 7 შეავსებს.

მომავალი სიახლეების შესახებ ტექნიკური დეტალები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ არ ჩავთვლით დაპირებას, რომ ყველა ელექტროქარი ერთ სპეციალურად შემუშავებულ ბაზაზე Electric Global Modular Platform (E-GMP) – ზე იქნება აგებული. ეს პლატფორმა პასუხისმგებელი იქნება გამავლობაზე და ელემენტის სიმძლავრეზე. ინტერიერზე კი გვპირდებიან რომ “ჭკვიანი სახლის” ტექნოლოგიით იქნება კონსტრუქტირებული.

ახალი სუბ ბრენდის შექმნა Hyundai – ს სტრატეგიის ნაწილი გახდა, რომლის თანახმადაც 2025 წელს კომპანია ტოპ 3 ეკოლოგიურად სუფთა მანქანების მწარმოებლებში უნდა შევიდეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ახლო მომავალში ჰიუნდაის ელექტროქარების წლიური გაყიდვები, ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჯორდანის მერსედესი S600 Lorinser გასაყიდად დადეს
შემდეგი სტატიაპირველი ელექტრო კადილაკი იაფი ეღირება
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში