2023-წლიდან Mercedes E-Class-ს ახალი კონკურენტი, 750-ცხენისძალიანი, მე-5 სერიის ჰიბრიდული BMW M5 PHEV გამოუჩნდება

მეშვიდე თაობის  BMW მე-5 სერია შვიდი წლის შემდეგ „თამაშიდან გავა“ და 2023 წლიდან მისი მემკვიდრე რადიკალურად შეიცვლება, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე სტილისტურადაც.

აღსანიშნავია, რომ 5-სერია იმეორებს თავის X3 და X4 სერიის „ძმების“ სუფთა წვის, ჰიბრიდული და სრული ელექტროძრავის კონცეფციას. 

აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ სცენარი  BMW–ს ამბიციის შესაბამისად ვითარდება – კომპანიის მიზანია 2030 წლის ბოლოს  გაყიდოს შვიდი მილიონი ჰიბრიდული და სრულიად ელექტრო მობილი.

BMW-ს CLAR პლატფორმა

ახალი მე-5 სერია, რომელსაც, ახლანდელი ვერსიისგან განსხვავებით, მკვეთრად გამოხატული წინა ნაწილი და მახვილკონტურებიანი, დახვეწილი სახურავი აქვს, სახეცვლილი BMW-ს CLAR-მოდულირებული პლატფორმის სათავეში მოექცევა.

შეგახსენებთ რომ CLAR-არის BMW-ს კლასტერული არქიტექტურული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს- მაღალი სიმტკიცის ფოლადს, ალუმინს და ნახშირბადის ბოჭკოებს.

სუფთა წვის, რბილი-ჰიბრიდული, დანამატიანი-ჰიბრიდული და სრულად ელექტროძრავა, ისევე როგორც უკანა და ყველა წამყვანი მექანიზმი, CLAR პლატფორმა ხელს უწყობს BMW–ს განვითარების სტრატეგიას, სწრაფად გაზარდონ სრულად ელექტრონული მანქანების რიცხვი.

მე-5 სერია, BMW-ს  ერთ-ერთი ბოლო ახალი მოდელი იქნება, რომლის წარმოებაც ჩაეშვება მანამ, სანამ 2025 წელს, კომპანია ელექტრული გადასვლის „მესამე ფაზას“ დაიწყებს.

კოდური სახელით G60, ახალი 5 სერია, დიდწილად,  შეინარჩუნებს ამჟამინდელი მოდელის  ტურბო-ოთხ და ექვს-ცილინდრიან ბენზინის და დიზელის ძრავებს, ასევე, დანამატი ჰიბრიდული სისტემების გაფართოებულ არჩევანს კონცენტრირებული 2.0 ლიტრიანი ან 3.0 ლიტრიანი ბენზინით.

BMW-M5 – Mercedes-AMG E63-ს მეტოქე

ფართოდაა აღიარებული, რომ  M5 მონაცემებით, მის მთავარ მეტოქეს, Mercedes-AMG E63-ს ემთხვევა. სრულამძრავიანი ტრანსმისიის გათვალისწინებით, ორივე ავტომობილს, ადგილიდან, 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3,4 წამში შეუძლია, მაგრამ ბენზინის ერთეულის მოცულობა M5-ს მეტი აქვს, ვიდრე AMG-ის.

BMW–ს განვითარების ხელმძღვანელმა კლაუს ფრეჰლიხმა თქვა, რომ 2025 წლამდე სრულად ელექტრო M მანქანას არ უნდა ველოდოთ.

იქამდე იქნება ფლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომოდელები. მან ასევე აღნიშნა, რომ სუფთა ელექტროძრავები და პლატფორმები დღევანდელი M მანქანების დინამიკური მუშაობისთვის მეტისმეტად მძიმეა.

750-ცხენის ძალის მქონე M5 PHEV–ს თამამად შეუძლია მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს BMW-ს ამჟამინდელ მეტოქეს – Mercedes-AMG–ის GT 63 4-Door Coupé–ს PHEV ვარიანტს, რომლის სიმძლავრე 800 ცხენის ძალაა.

ახალი M5, კიდევ უფრო მძლავრი, სრულად ელექტრო ვარიანტის ჩამოყალიბების  რეალურ საფუძველს იძლევა

CLAR პლატფორმაზე შეიძლება განთავსდეს სამი ელექტროძრავა – ორი უკანა ღერძზე და ერთიც წინაზე, 800 ცხენის ძალის კომბინირებული სიმძლავრით.

ფრეჰლიხი ასევე მიიჩნევს, რომ ელექტრომობილის ადვილად კონფიგურირებადი წევის კონტროლის სისტემა, სისწრაფის და რეაგირების თანაბარ დონეზე ყოფნის საშუალებას იძლევა .

მისი თქმით, ავტომობილის კონტროლი, შეიძლება იყოს 100%-ით უფრო სწრაფი, ვიდრე დღეს M4-ს აქვს, ასე რომ თავისუფლად შეიძლება გყავდეს უფრო მგრძნობიარე მანქანა.

რაც შეეხება ვიზუალს- სტანდარტული i5, მე-5 სერიის ჩვეულებრივი BMW EV სტილის კონცეფციას გაიმეორებს, ჩაკეტილი ცხაურით, ბორბლების  დიზაინით და იდივიდუალური დახვეწილი უკანა ნაწილით.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

BMW

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]