Automobili Pininfarina Battista-ს სერიული წარმოება იწყება, ავტომობილს მონტერეის მანქანის კვირეულზე გამოიყვანენ

პირველი საწარმოო სპეციფიკაციის Automobili Pininfarina Battista-ს შექმნის პროცესი უკვე დასრულდა და ის აგვისტოში, შეერთებულ შტატებში, მონტერეის მანქანის კვირეულზე გამოჩნდება.

პირველი, სადებიუტო ჩვენება მონაკოში გაიმართება, მომხმარებლებისთვის მიწოდება კი ამ ზაფხულს დაიწყება.

Battista-ს 4 ელექტროძრავი 1,900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 2,300 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

მანქანას Rimac-ის 120 კილოვატ-საათიანი ბატარეა აქვს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებს ანდომებს.

Battista-ს შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. წარმოება Automobili Pininfarina-ს ქარხანაში კამბიანოში, იტალიაში მიმდინარეობს.

საწარმოო პროცესი

10 სპეციალისტისგან შემდგარ გუნდს ჰიპერქარის თითოეული ნიმუშის შესაქმნელად 1250 საათი სჭირდება.

Battista Anniversario-ს ხუთ მაგალითს თავისი სპეციალური, შეკვეთილი დეტალების და ხელითმოხატვის გამო 1340 საათამდე სჭირდება.

ავტომობილის შექმნა მოძრავი, ნახშირბადბოჭკოვანი მონოკოკური შასის აგებით იწყება, შემდეგ ელექტროძრავს, T- ფორმის ბატარეას და სხვადასხვა ელექტრულ სისტემებს აწყობენ.

შემდეგი ნაბიჯი ამ სტრუქტურაზე სხეულის დამაგრებაა. იქიდან გამომდინარე, რომ Battista-ს მრავალშრიანი მეტალის საფარი აქვს პანელების შეღებვას სამი-ოთხი კვირა სჭირდება, ამის პარალელურად სხვა ჯგუფი ინტერიერს აწყობს.

შემდეგ ბორბლების და საჭის გასწორების 24 საათიანი სამუშაო მიმდინარეობს და ამის შემდეგ უკვე გზებზე ტესტირების დრო დგება, ტესტით მოწმდება, თუ რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული მოდელი კომპანიის ხარისხის სტანდარტებს.

ბატისტა

Automobili Pininfarina Battista სერიულ წარმოებაში ჩაეშვება
Battista-ს 4 ელექტროძრავი 1,900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 2,300 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

Automobili Pininfarina Battista-ს მხოლოდ 150 ერთეულს აწარმოებს. ავტომწარმოებელმა ბატისტა საზოგადოებას 2018 წელს Monterey Car Week-ზე წარუდგინა, მაშინ კონცეფციას PF0 ერქვა.

Pininfarina Battista

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაHonda 2023 წლის Civic Type R-ს 20 ივლისს წარადგენს
შემდეგი სტატია2023 წლის Chevrolet Corvette Z06-ის ფასი 106,395 დოლარიდან იწყება