2003-წლიდან მადრიდის რეალის „კვალდაკვალ“

Audi, 2003 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ავტომწარმოებელსა და მადრიდულ კლუბს შორის სპონსორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რეალის ფეხბურთელებს ყოველ წელს ახალი ავტომობილის გასაღებს ჩუქნის.

ზედიზედ მეჩვიდმეტე სეზონია, რაც აუდი და მადრიდის რეალი წარმატებულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. მათი მრავალწლიანი კავშირი, ინოვაციების გზით, სრულყოფისა და ლიდერობისკენ სწრაფვას ეფუძნება.

როგორც ყოველ წელს, 2021-შიც თეთრი კლუბის ფეხბურთელებმა Audi-ის ახალი მანქანის გასაღებები მიიღეს.  „ბიჭები“ ამ სეზონზე, ოფიციალური მოგზაურობის დროს სწორედ ამ ავტომობილებით წარდგებიან.

Audi Q-ს მოდელები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობენ, რამდენიმე ფეხბურთელმა SUV ვარიანტი აირჩია, ბევრმა მათგანმა არჩევანი Audi Q7-ზე შეაჩერა. მოდრიჩი, მილიტაო და მენდი Q8-ს ირჩევენ.

Q8-ს ირჩევენ ასევე კროოსი და აზარიც. კარიმ ბენზემა Audi Q5-ზე გადავიდა. ვინისიუს ჯუნიორი ელექტრო Audi e-tron Sportback 55 quattro-ს არჩევით ელექტრიფიცირების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. აღნიშნული ელექტრომობილი 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი დიაპაზონი კი 446 კმ-ია.

კიდევ ერთი წარმომადგენელი ელექტრიფიცირებული მოდელების ასორტიმენტიდან Audi TFSIe plug-in ჰიბრიდული ძრავით მარკო ასენსიოს არჩევანია.

ნახევარმცველებმა კაზემირომ  და ვალვერდემ Audi Sport-ის V8 TFSI ორმაგ ტურბოზე გააკეთეს არჩევანი.

Gallery: Audi For Real Madrid C.F.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Audi Real Madrid

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]