რბოლების მოყვარულთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საუკეთესო რბოლა ის არის, რომელიც არაპროგნოზირებადი დასასრულით მთავრდება.

თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ გილოცავთ, სწორ ადგილას მოხვდით და ორი სრულიად განსხვავებული მანქანის ბრძოლის მომსწრე ხართ.

აუტსაიდერი აქ აშკარად Audi RS 3 Sedan-ია. ეს არის პრემიუმ სუბკომპაქტური, სპორტული ოთხკარიანი მოდელი, 2.5-ლიტრიანი 5V ტურბო ძრავით და სრულამძრავიანი სისტემით, რომელიც ოფიციალური სახელის მიუხედავად ნამდვილი quattro მაინც არ არის.

ამ რბოლაში ყველაზე საინტერესო Audi-ს მფლობელის ქმედებაა, ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი სიმძლავრის მეტოქე შეერჩია, როგორიცაა მაგალითად Mercedes-AMG CLA 45, BMW M2, ან სხვა უფრო მაღალი კლასის ჰოტ-ტეჩი, ის სხვა რამეზე ფიქრობდა და ეს იყო სრულფასოვანი სუპერმანქანის დუელში გამოწვევა.

მის ზარს ძლევამოსილი Lamborghini Aventador-ის გარდა არავინ უპასუხა. იტალიური ეგზოტიკა მისი სიმძლავრის, სტატუსის, ფასის და ა.შ. გათვალისწინებით, რადიკალურად განსხვავებულ ლიგაში ასპარეზობს. მას სავარძლებს უკან ბუნებრივად ასპირაციული 6.5 V12 ძრავა უდგას. თავისი “მოკრძალებული” მეტოქის მსგავსად, Aventador-იც სრულამძრავიანი სისტემით არის აღჭურვილი.

დარწმუნებული იმაში, რომ ეს რბოლა RS 3-სთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა, Lambo-ს მფლობელი მას გვერდით დაუდგა… და როდესაც მწვანე შუქი აინთო, რაღაც ძალიან უცნაური მოხდა. აუდი ტყვიასავით მოწყდა და ავენტადორი უკან მოიტოვა.

თუ ჯერ კიდევ ვერ გაგირკვევიათ რომელი უფრო სწრაფი იყო, გეტყვით რომ დიახ, ყველას გასაოცრად ეს იყო Audi RS 3.

ვიდეო: Audi RS 3 Sedan VS Lamborghini Aventador

რბოლა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიასპორტული მანქანები 90-იანებიდან
შემდეგი სტატიაDacia Manifesto- უგზოობის ელექტრო მანქანა პლასტიკური კორპუსით და “რეცხვადი” ინტერიერით
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში