ბრწყინვალე მეორე „სასცენო მოქმედება“ – Audi კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

პებლ ბიჩის „გაზონებზე“ Audi Skysphere Concept-ი აგვისტოში გამოჩნდა. სწორედ აქ წარადგინეს ავტომწარმოებლის ახალი კონცეფციის მანქანა „Sphere“ სახელწოდებით.  ეს არის  სრულად ელექტროძრავის მქონე ორ-ადგილიანი კაბრიოლეტი.

მიუნხენში, IAA ავტოშოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე Audi-მ, ახალი “Sphere” კონცეფციის მეორე ავტომობილი, Audi Grandsphere წარადგინა.

ოთხკარიანი – Grand Sphere სრულებითაც არ ჰგავს თავის „სფეროსებრ“ ძმას.

Audi Grand Sphere Concept: განსაცვიფრებელი 710 ცხენის ძალის მქონე ელექტრო GT
Skysphere-ის EV მომავალი, თანამედროვე სალონი და მე-4 დონის ავტონომია

Skysphere-ის კონცეფციის მსგავსად, Grandsphere-იც იზიარებს ბრენდის მიერ შემოთავაზებულ EV მომავალს, რომელიც მოიაზრებს სრულად ელექტროძრავს, თანამედროვე სალონს და მე-4 დონის ავტონომიას.

(მე-4 დონის ავტონომია მოიაზრებს თვითმართვად მანქანებს, ეს მანქანები უმეტესწილად არ საჭიროებენ ადამიანურ ჩარევას)

მაღალი კლასის სალონი

Grand Sphere-ს სალონი არ ჰგავს აუდის იმ მოდელებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ. მას „ულტრა მაღალი დონის“ სალონი აქვს, სპეციფიკური განათებით და მაღალტექნოლოგიური კლიმატ-კონტროლით, რომელიც განსაზღვრული რეჟიმიდან გამომდინარე, ავტომატურად არეგულირებს  გათბობა-გაგრილებას სასურველ ტემპერატურაზე.

მანქანის სალონის დეტალები გაწყობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით: ხით, ბამბით, ალუმინით და მინით. MMI ტელე-რადიო დისპლეი განთავსებულია ხის პანელზე, რომელზეც მოცემულია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა აუდიო კონტროლი და ნავიგაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ Grand Sphere მე-4 დონის ავტომობილების კონცეფციას ითვალისწინებს, მის სალონში საჭე და სატერფულები ავტომატურად დაიკეცება და გაიშლება, ეს სისტემა მძღოლს საშუალებას მისცემს ბოლომდე შეიგრძნოს თვითმართვადი ავტომობილის უპირატესობები.

მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრალურ კონსოლზე დამონტაჟებული ჩაშენებული მაცივრით, რომელშიც მოთავსებულია ორი ჭიქა და სპეციალური ბოთლი სასმელებისთვის.

“გზის კერძო რეაქტიული თვითმფრინავი”

Audi Grand Sphere Concept: განსაცვიფრებელი 710 ცხენის ძალის მქონე ელექტრო GT
ავტომობილის სგრძე 5,4-მეტრია, სიგანე კი-2

Audi ახალ Grand Sphere- ს “გზის კერძო რეაქტიულ თვითმფრინავს“ უწოდებს. კონცეფცია და ავტომობილის ვიზუალი ამ სახელწოდებას მართლაც ამართლებს.

ავტომობილი საკმაოდ გრძელია, მისი სიგრძე 5,4-მეტრამდეა, სიგანე 2-მეტრამდე. ღერძებს შორის დაშორება კი 3,2-მეტრია.

ექსტერიერის უნიკალური დეტალები

ავტომობილის წინა ფასადი და კერძოდ ცხაური, თითქოს, აუდის წარმოების კიდევ ერთი მოდელის,  Singleframe-ის ხელწერას გავს, სხვა მხრივ მანქანა სრულიად უნიკალურია.

ცხაურის ორივე კუთხეში ულტრათხელი ფარებია განთავსებული. დახვეწილი გვერდითა პროფილი კომპოზიციურად ერწყმის უნიკალურ უკანა ნაწილს, რომელიც  თხელი უკანა სტოპებით და შუაში აუდის განათებული ემბლემითაა გაწყობილი.

Grand Sphere Concept-ი იყენებს Volkswagen Group- ის Premium Platform Electric (PPE)-ს.

ღერძებს შორის არსებული ბატარეის მოდულის სიმძლავრე 120 კილოვატ/სთ-ია. ორი ელექტროძრავის და ღერძებს შორის არსებული სიმძლავრის შერწყმა 710 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (530 კილოვატს), ხოლო მისი ბრუნვის მომენტი 960 ნიუტონ/მეტრია. ამ მონაცემებით გრანდ სფეროს მსგავს, ოთხკარიან, გრძელ მანქანებს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება, სულ რაღაც, 4 წამში შეუძლიათ.

აუდის თქმით, Grand Sphere-ს, ერთი დატენვით 750 კილომეტრის გავლა შეუძლია. ბატარეის, 5%-დან 80%-მდე დატენვას კი, 25 წუთი სჭირდება.

WLTP-ს მასშტაბის მიხედვით, ბატარეის დატენვის უნარის წყალობით, ავტომობილი, გავლილ 300 კმ-ს, მხოლოდ, 10 წუთში აღადგენს.

ჯერ-ჯერობით Grand Sphere მხოლოდ კონცეფციაა, რაც შეეხება სპორტულ Skysphere-ს კომპანიაში ამბობენ, რომ ორივე მანქანა განიხილება, როგორც აუდის „ელექტრიფიცირებული“  მომავლის შემადგენელი ნაწილი. ავტომწარმოებელს იმედი აქვს, რომ ორივე მოდელი ჩაეშვება წარმოებაში.

Galerry: Audi Grandsphere Concept 

Audi

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაApple Car-ი ასპარეზზე ბრუნდება, ამჯერად პოტენციური პარტნიორი ტოიოტაა
შემდეგი სტატიაTank 500 – დიდი და მძლავრი ჯიპების ახალი მეტოქე ჩინეთიდან