Aston Martin Valkyrie-ის მიწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება

Aston Martin-მა და Red Bull Racing-მა 5 წლის წინ, ფორმულა 1-ით ინსპირირებული ავტომობილის შექმნა დააანონსეს. თავდაპირველად მანქანას AM-RB 001 უწოდეს, 2017 წელს სახელი შეუცვალს და Valkyrie დაარქვეს.

ფაქტია, რომ პროექტის წარმოება შეფერხებებით მიმდინარეობდა, თუმცა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, Aston Martin-ის განცხადებით პირველი მოდელის შექმნა დასრულდა და მას მომხმარებელს ჩააბარებენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტომობილის მიწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება.

„ჩვენი პირველი ჰიპერქარის შექმნა, უზომოდ ამაღელვებელი და საამაყო მომენტია“- კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტობიას მოერსი.

“Aston Martin Valkyrie-ის წარმოების პროგრამამ, მასზე მომუშავე ადამიანებს დიდი გამოცდა მოუწყო, მაგრამ ოცნებისადმი ერთგულებამ შეგვაქმნევინა მართლაც წარმოუდგენელი, გზებისთვის ლეგალური F1 -ის მანქანა.“-თქვა მან.

ექსტრავაგანტული გარეგნობის შთამბეჭდავი ჰიპერქარი

ჭორები, ავტომობილის არასაიმედოობაზე, გაუმართაობასა და ძნელად სამართავობაზე 2020 წელის აგვისტოს ბოლოს გაჩნდა.

ასტონს Cosworth-ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი აქვს, რომელიც Rimac KERS ჰიბრიდულ სისტემას ერწყმის, ორივე ერთად კი წარმოუდგენელ, 1140 ცხენის ძალას წარმოქმნის.

Aston-ი Valkyrie-ს მხოლოდ 150 ეგზემპლარს შექმნის. პროექტი უამრავ დროს და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პერსონალს მოითხოვს, გუნდს, რომელიც ამ გასაოცარ ავტომობილს ხელით შექმნის.

Aston Martin Valkyrie ექსტრავაგანტული გარეგნობის და გასაოცარი ტექნოლოგიის მქონე საკმაოდ ძლიერი და შთამბეჭდავი ჰიპერქარია. ცხადია, ამ ყველაფრის სკრუპულოზურად და უშეცდომოდ შექმნას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

Valkyrie Spider-ი საზოგადოების წინაშე 2021 წლის Monterey Car Week-ზე წარდგა. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 3.8 მილიონი დოლარი იქნება.

ეს რიცხვი კი მას საავტომობილო ბაზარზე, ერთ-ერთ ძვირადღირებულ ავტომობილად აქცევს.

Gallery: Aston Martin Valkyrie

Aston Martin Valkyrie

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია10 საუკეთესო ჩინური სპორტული ავტომობილი
შემდეგი სტატიაAlfa Romeo Quadrifoglio – ბრენდის ელექტრული მომავალი