Aston Martin Valhalla 2024 წელს გამოვა, ცოტა მოგვიანებით კი საზოგადოება Vanquish-ს იხილავს

მიუხედავად იმისა, რომ ახლა Aston Martin-ის გაყიდვების მამოძრავებელი ძალა DBX-ია, ეფექტურობაზე ორიენტირებული მანქანები „გეიდონური“ მარკის ბირთვში სამუდამოდ დარჩებიან.

ავტომწარმოებელმა განსაკუთრებული ჯიპის უფრო სწრაფი ვერსია შექმნა, ის 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.1 წამში ახერხებს.

ახალი DBX707-ის განსახილველად ავტომწარმოებელმა „მრგვალი მაგიდის“ გარშემო ჟურნალისტები შემოიკრიბა და Bentayga Speed-ის კონკურენტის გარდა სამომავლო პროდუქტებზეც ისაუბრა.

ტობიას მოერსმა, Aston Martin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და AMG-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Valhalla-ს წარმოება კვლავ იგეგმება.

“სკანდინავიური სამოთხე და ოდინის სამფლობელო”

AM-RB 003 კონცეფციის დებიუტი 2019 წლის მარტში შედგა, საბოლოო ვერსია კი გასული წლის ივლისში ვიხილეთ.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით სერიულ მოდელს საზოგადოება 2024 წლისთვის უნდა ელოდოს.

ტობიას მოერსმა Vanquish-ზეც ისაუბრა. როგორც კონცეფციის მანქანა ისიც 2019 წლის მარტში დაინერგა. როგორც კომპანიაში აცხადებენ Vanquish-ს 2025 წელს, ვალჰალას გამოსვლიდან 1 წელში ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ Valhalla-მ კონცეფციის ტყუპი ტურბო 3.0-ლიტრიანი V6 უფრო დიდი ტყუპი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8-თი ჩაანაცვლა.

როდესაც Aston Martin-მა წარმოების მოდელის სურათები და დეტალები გამოაქვეყნა, მასში წვის ძრავზე არაფერი იყო ნახსენები.

ელექტროძრავასთან ერთად, Valhalla 937 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1000 ნიუტონ მეტრის ტოლია. როგორც აღვნიშნე ასტონ მარტინი ამ “მითოლოგიურ” საოცრებებს 2024-2025 წლებში გამოუშვებს.

Gallery: 2022 Aston Martin Valhalla

Aston Martin Valhalla

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-AMG GT Black Series- ავტომობილის წარმოება, სავარაუდოდ, დასრულდა
შემდეგი სტატია2022 წლის ელექტრომობილები- „როდის რას უნდა ველოდოთ“