Aston Martin-მა ბრენდის ახალი ლოგო და სლოგანი წარადგინა, ახალი ემბლემის დებიუტი ამ შაბათ-კვირას შედგება

Aston Martin-მა კვირის დასაწყისში საკმაოდ იდუმალი და დამაინტრიგებელი თიზერი გამოავლინა, ამ ყველაფერს ბრენდის ახალი ემბლების გამოქვეყნება მოჰყვა.

ასტონ მარტინის ახალი ემბლემა

ცვლილება საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდის ახალი მასიური ინვესტიციის აღსანიშნავად განხორციელდა, ამ ფაქტს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლოურენს სტროლი მოიხსენიებს, როგორც “თამაშის შემცვლელი მოვლენა”.

ამ განახლებით ბრენდის 109-წლიან ისტორიაში ემბლების შეცვლის მერვე ფაქტი დაფიქსირდება.

როდის ვიხილავთ ახალ ლოგოს ასტონ მარტინის პროდუქტზე? სახეცვლილი ემბლემა ავტომწარმოებლის შემდეგი თაობის სპორტულ მანქანებზე გამოჩნდება. ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

სანამ საგზაო ასტონ მარტინი ახალ ემბლემას მოირგებს, Aston Martin Aramco Cognizant F1 გუნდი ფრთების ახალ დიზაინს საფრანგეთის გრან პრიზე, ამ შაბათ-კვირას გამოაჩენს.

თუმცა ბრენდის პირველი გრან პრის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მანქანების ცხვირზე ასტონ მარტინის ორიგინალური ლოგო იქნება გამოსახული.

„ჩვენი ემბლემის ყოველი ხაზის ყოველი მილიმეტრი, რომელიც ჩვენი ფრთების ვიზუალური გამოსახულებაა ასტონ მარტინის 109-წლიანი შემოქმედებითი სიღრმეებიდან მოდის“.- ასტონ მარტინი

ახალი ლოგოს გარდა, ბრიტანული მწარმოებელი თავის ახალ დევიზისაც გვიზიარებს- Intensity. Driven. ძალა.ამოძრავებს.

სლოგანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის საშუალებითაა გაცოცხლებული, იქ კომპანიის ამჟამინდელი ხუთივე სპორტული მანქანაა წარმოდგენილი.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Aston Martin

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]