Aston Martin-ი Pebble Beach Concours-ზე ორ ახალ მოდელ წარადგენს, მოწვეული სტუმრები Valhalla-ს და DBX707-ის ხილვასაც შეძლებენ
Aston Martin-ი თავის ორ ახალ მოდელს Pebble Beach Concours d’Elegance-ზე წარადგენს. ამის გარდა მოწვეული სტუმრები Valhalla-ს F1-ით შთაგონებულ კაბინას იხილავენ და DBX707-ის სატესტო დრაივებს დაესწრებიან.
ბრიტანული ბრენდი სადებიუტო მოდელებს საიდუმლოდ ინახავს. ავტომწარმოებელი ერთ-ერთ მათგანზე ამბობს, რომ მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული.
მანქანა მომხმარებლებს დაუვიწყარ ემოციებს და ინტენსიურ მართვის სიამოვნებას შესთავაზებს, ამ მოდელს 19 აგვისტოს ვიხილავთ.
მეორე მოდელი Q by Aston Martin პერსონალიზაციის განყოფილებიდან იქნება. ეს მოდელი ლე მანის 24 საათზე ასტონ მარტინის მიღწეულ წარმატებებს ეხმაურება.
VIP ზონის სტუმრები Pebble Beach-ზე Valhalla-ს სალონში ჩაჯდომასაც შეძლებენ. ავტომობილს რბოლით შთაგონებული სავარძლები და ოვალური ფორმის საჭე აქვს.
Valhalla






ასტონ მარტინი Valhalla-ს 999 ერთეულის შექმნას გეგმავს. სუპერმანქანის მიწოდება 2024 წლიდან დაიწყება.
ავტომობილი სიმძლავრეს 4.0-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8-დან და წყვილი ელექტროძრავიდან იღებს.
ძრავების კომბინაციით სუპერქარი 937 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1000 ნიუტონ მეტრს უტოლდება.
ვალჰალას 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მხოლოდ 2,5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღწევს.
DBX707



რაც შეეხება DBX707-ს ეს ბრენდის ქროსოვერის უფრო ცხელი ვერსიაა. მისი ტყუპი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 697 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 900 ნიუტონ მეტრს უტოლდება.
VIP სტუმრებს ქროსოვერის ტესტ დრაივის დაჯავშნაც შეუძლიათ.