ჯეიმს ბონდმა Aston Martin DB5-ის შესაძლებლობები მსოფლიოს უკვე აჩვენა, ახლა ჯერი Vantage-ზე მიდგა, ახალი ტყვიაგაუმარი Vantage B4 დონის დაცვით

აშშ-ში დაფუძნებულმა „ჯავშანტექნიკის“ მწარმოებელმა კომპანიამ AddArmor-მა Quality Coachworks-თან თანამშრომლობით ახალი პროდუქტი Aston Martin Vantage „შეჯავშნა“.

ახალი “სათამაშო” ჯაშუშებისთვის

და თუ ოდესმე “007-ობაზე” გიოცნებია კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯაშუშების „სამფლობელოში“…

ჯავშნიან ასტონს AddArmor-ის B4 დონის დაცვა აქვს. ავტომობილი ტყვიაგაუმატი საქარე მინითაა აღჭურვილი, მას .44 მაგნუმის, .357 მაგნუმის და 9 მმ-იანი პარაბელუმის შეკავება შეუძლია.

საინტერესო დეტალები

შეჯავშნულია ავტომობილის კორპუსიც, რომელიც კომპანიის კომპოზიტური მასალისგან და მძიმე, გამაგრებული კარებისგანაა შექმნილი.

ფეთქებადრეზისტენტულია ავტომობილის ფოლადის სახურავი და საწვავის ავზის დამცავი გარსი. გაუმჯობესებულია საკიდარიც.

საინტერესო დეტალი ელექტროშოკიანი სახელურებია, მათი გააქტიურება ღილაკზე ერთხელ დაჭერითაა შესაძლებელი.

პაკეტის ღირებულება

AddArmor-ისგან შემოთავაზებული ამ პაკეტის ღირებულება, სხვადასხვა ტიპის მანქანებისთვის- 32,500 აშშ დოლარიდან იწყება (რა თქმა უნდა, ამ თანხას დონორი მანქანის ღირებულება ემატება)…

მიუხედავად იმისა, რომ Vantage-მა მსუბუქი „ჯავშანტექნიკის“ სტატუსი მოირგო ამ ფაქტს მის “ქმედითუნარიანობაზე” არ უმოქმედია. მსუბუქი მასალის გამოყენებით ავტომობილის საერთო წონა, ჯამში, 204 კილოგრამით გაიზარდა.

რა იმალება სიღრმეში?…

რაც შეეხება ავტომობილის სიღრმეს- „კაპოტის“ ქვეშ უახლესი Vantage-ის სტანდარტულ ვერსიას 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემასთან დაკავშირებული ტყუპი ტურბო V-8 აქვს, რომელიც 503 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

კუპეს 0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 3,6 წამი სჭირდება.

რა თქმა უნდა, ჯავშნის გამო ეს მონაცემები შეიცვლება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე დიდ „დანაკარგს“ არ ვარაუდობენ…(ასტონ მარტინს V-12 ვარიანტიც აქვს, ამ შემთხვევაში ძრავი 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს).

Aston Martin Vantage

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLotus Eletre-ელექტრო ქროსოვერის დებიუტი
შემდეგი სტატიავიდეო-ტური Tesla-ს ბერლინის „Gigafactory“-ში