Aston Martin DBX707-ი წარმოებაში ჩაეშვა, პირველი მომხმარებლის მანქანა უკვე აშენდა და „სუპერჯიპი“ მსოფლიოს 50 ქვეყანაში გაიგზავნება
Aston Martin DBX-ის ოჯახის ყველაზე ძლიერი წევრის, DBX707-ის წარმოება დაიწყო. ჯიპი ტრადიციულად ბრენდის St Athan-ის ქარხანაში უელსში აშენდება.
St Athan-ის ქარხანა


როგორც ცნობილია პირველი მომხმარებლის მაგალითი უკვე მზადაა და მას ახალ მფლობელს სულ მალე ჩააბარებენ.
DBX707-ის ოფიციალური დებიუტი მიმდინარე წლის თებერვალში შედგა. მან გასაოცარი მაჩვენებელი შემოგვთავაზა, ჯიპი 0-დან 96 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3,1 წამს ანდომებს.
ძრავის განყოფილებაში Mercedes-AMG-ის 4.0-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8-ს შეცვლილი ვერსიაა მოთავსებული, ის 697 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ხელით შექმნილი მოდელი

DBX707 ხელით შექმნილი მოდელია, Aston Martin-მა ჯიპზე სამუშაოდ 100-ზე მეტი გამოცდილი ავტომობილის ტექნიკოსი დაიქირავა.
როდესაც სტანდარტული DBX შეიქმნა ის თითქმის 50 წლის განმავლობაში პირველი „უელსური“ წარმოების მანქანა გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯიპების ხაზის უახლესი დამატება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნება.
ჯიპი 50-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნება

„ასტონ მარტინი ამაყობს იმით, რომ ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან პროდუქტს DBX707-ს აწარმოებს, მოხარულები ვართ, რომ უელსის ქარხანაში პირველი მოდელის წარმოება უკვე დავასრულეთ“.მაიკლ სტრაუგანი Aston Martin-ის ოპერაციების მთავარი ოფიცერი
DBX707-ში მნიშვნელოვანი მხოლოდ ძრავის ცვლილება არ არის. განახლდა 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. სხვადასხვა შესწორებებით გაუმჯობესდა მოსახვევების მანევრი. არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია დისკების ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭები.
ბრიტანული ქრონიკებიდან

ბრიტანული ავტომწარმოებელი საზოგადოების და მედიის გამოხმაურებით და ყურადღებით ამაყობს. DBX707-ის საწყისი ფასი, დაახლოებით, 232,000 დოლარია.