სტუდენტების მიერ შექმნილი წყალბადზე მომუშავე მომავლის კონცეფცია Alpine A4810 2035 წლისთვისაა გათვლილი

განსაცვიფრებელი, ახალი კონცეფცია- Alpine A4810 ნულოვანი ემისიის სპორტული მანქანების დამაინტრიგებელი ხედვაა, რომელსაც ფრანგული ბრენდი 2035 წლისთვის ააშენებს.

უცნაური კონცეფცია Alpine-ის სპორტული მანქანების ხაზის ახალი ფლაგმანია.

‘super-berlinette’

‘super-berlinette’-დ წოდებული კონცეფცია ტურინში დაფუძნებული Istituto Europeo di Design-ის სატრანსპორტო დიზაინის სტუდენტების ნამუშევარია.

2021 წლის შემოდგომაზე Alpine-მ სტუდენტებს პროექტის სახით ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ახალი კონცეფციის შექმნას ითვალისწინებდა.

კონცეფცია ბრენდის სასაქონლო ნიშნის მახასიათებლებზე დაკვირვებით/დაყრდნობით უნდა შექმნილიყო, აქცენტი კი უახლესი თაობის ტექნოლოგიებზე უნდა გაეკეთებინათ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე IED-ის სტუდენტებმა რამდენიმე კონცეფცია Suzuki-სთან, Hyundai-სთან და Pininfarina-სთან პარტნიორობითაც შექმნეს.

წყალბადზე მომუშავე ძრავი

მისი უჩვეულო, მომავალზე ორიენტირებული დიზაინის გარდა A4810 წყალბადზე მომუშავე ძრავითაც გამოირჩევა.

შემქმნელებს კონკრეტულად არ უთქვამთ თუ რა ტიპის სისტემაზე იმუშავებს ახალი კონცეფცია, თუმცა, ის რადიკალურად განსხვავდება ამჟამინდელი Alpine A110-ისგან, რომელიც ბენზინზე მომუშავე 4-ცილინდრიან ძრავს იყენებს და ასევე განსხვავდება ბრენდის მომავალი ქროსოვერისგან და სპორტული კუპესგან, რომლებიც დადასტურებული ინფორმაციით ბატარეაზე მომუშავე ელექტრო ძრავს გამოიყენებენ.

მომავლის კონცეფცია

კონცეფციის ნათლად ფუტურისტული იდეის და დეტალების გათვალისწინებით ზუსტი დეტალები A4810-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე და შესრულების პოტენციალზე არ გვაქვს.

თუმცა, IED-ი ამბობს, რომ მანქანა არის „მსუბუქი, მაგრამ ძლიერი და მოქნილი“, ფოკუსირებულია მართვის სიამოვნებაზე.

რაც შეეხება ზომებს- კონცეფციის სიგრძე- 5 მეტრია. სიმაღლე- 1.055 მეტრი. სიგანე კი-2 მეტრს უტოლდება.

მწარმოებლის მთავარმა დიზაინერმა, რაფაელ ლინარიმ თქვა, რომ ის ახალი შეფუთვის, პროპორციების და დიზაინის ენის კვლევაშია და რომ სტუდენტების მიერ მოწოდებული კონცეფციის იდეები, ბრენდის გეგმების განხორციელების პროცესში წამოჭრილ შეკითხვებს ძალიან საინტერესო პასუხებს გასცემენ.

Gallery: Alpine A4810

Alpine A4810

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLotus Emira 360 ცხენის ძალას AMG-ის ძრავიდან იღებს
შემდეგი სტატიაBMW iX1-ის თიზერი გავრცელდა