ამ შთამბეჭდავი ავტომობილების გამოსვლამდე ჯერ კიდევ წლები გვაშორებს, თუმცა, ისინი ამტკიცებენ, რომ მომავალი იქნება არა მხოლოდ ელექტრო, არამედ წარმოუდგენლად საინტერესოც

საავტომობილო ინდუსტრია სამომავლოდ საკმაოდ შთამბეჭდავ და საინტერესო სიახლეებს გვიმზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბენზინზე მომუშავე, შიდა წვის ძრავიანი მოდელების ერა კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება, თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ ჰიბრიდულ ან/და ელექტრულ ტალღაზე დაიწყო გადასვლა.

მაგალითად, ისეთი კომპანია, როგორიცაა Jaguar-ი 2025 წლისთვის სრულად ელექტრო წარმოებაზე აპირებს გადასვლას.

აქ წარმოდგენილი შთამბეჭდავი ავტომობილები ს უმეტესობის გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი გვაშორებს, აქედან გამომდინარე სრული დეტალები და საბოლოო მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის.

თუმცა, რაც გაგვიზიარეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და ეკომეგობრული მომავალი გველოდება…

Aston Martin Vanquish/AM9

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
Aston Martin-ი დახვეწილი და გემოვნებიანი ავტომობილებით გამოირჩევა

Aston Martin-ი დახვეწილი და გემოვნებიანი ავტომობილებით გამოირჩევა. ისინი ახერხებენ, რომ იყვნენ მოწინავეები და ახლის მაძიებლები, სტილის თვალსაზრისით, და ამავე დროს თავიანთ მანქანებს კლასიკურ და მარადიულ იერს აძლევენ.

უკვე 20 წელია Vanquish-ი ბაზარზეა და ის სხვადასხვა ვარიაციებით ვიხილეთ, მისი კვების წყარო შთამბეჭდავი V12 იყო.

ახლა, ჰიბრიდული სუპერმანქანების ეპოქაში, ახალმა Vanquish-მა V12 უკანა ღერძზე განთავსებული 201 ცხენის ძალის მქონე ელექტრო და AMG-ის 630 ცხენის ძალის მქონე ტყუპი ტურბო 4.0 ლიტრიანი V8 ძრავებით აღჭურვა, ავტომობილი საბოლოო ჯამში 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
ახალი Vanquish-ის მიზანი Ferrari F8-ისა და McClaren 720S-ის სიმაღლეების დაპყრობაა

დამატებითი ოთხი ცილინდრის გარეშეც კი, ჰიბრიდული ვერსია 266 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. (შედარებისთვის წინა მოდელის V12 565 ცხენის ძალას გვაძლევს).

წინა ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,6 წამს ანდომებდა, ვარაუდობენ, რომ ახალი Vanquish-ი ამ დროს გადააჭარბებს, მიზეზად ალუმინის ჩარჩოს დამატება სახელდება.

ახალი Vanquish-ის მიზანი Ferrari F8-ისა და McClaren 720S-ის სიმაღლეების დაპყრობაა. ავტომობილი, სავარაუდოდ, 2025 წელს გამოვა და მისი ღირებულება 300 000 დოლარი იქნება.

2025 Cadillac Celestiq

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
დიდი ხნის მანძილზე Cadillac-ი „ხანდაზმულების“ ბრენდად ითვლებოდა

დიდი ხნის მანძილზე Cadillac-ი „ხანდაზმულების“ ბრენდად ითვლებოდა. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე მათ ყურადღება BMW-ს, Mercedes-სა და Audi-ს კონკურენციაზე გადაიტანეს.

ამ ცვლილების მწვერვალი Blackwing-ის ბოლო ვერსიები იყო. ავტომობილი (დემოგრაფიულად) ახალგაზრდა მომხმარებლებს მაღალი დონის შესრულებას სთავაზობდა.

ახლა კი კადილაკი ელექტრო მანქანების სამყაროს დაპყრობას აპირებს. შემდეგი თაობის ფლაგმანურ მოდელად პოზიციონირებული Celestiq-ი უახლეს ტექნოლოგიას და შესრულების უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
2+2 დიზაინი GM-ის უახლეს Ultium ბატარეას და ძრავს გამოიყენებს.

2+2 დიზაინი GM-ის უახლეს Ultium ბატარეას და ძრავს გამოიყენებს. Celestiq-ი 643 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

მაღალტექნოლოგიური ფუნქციები ფართო, თავისუფალი ფორმის ციფრულ საინფორმაციო-გასართობ ეკრანს, სმარტ შუშის სახურავს, და GM-ის მოწინავე Ultra Cruise ტექნოლოგიას მოიცავს.

ის კონკურენციას Tesla Roadster-ს, Audi e-tron GT-ს, Mercedes-Benz EQS-ს, Tesla Model X-ს და Porsche Taycan-ს გაუწევს. ავტომობილი, დაახლოებით, 200 000 დოლარი ეღირება.

2025 Porsche 718 EV

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
GT3 და GT4 პაკეტის შემუშავებით, Cayman-ი უფრო მაღალი სპეციფიკაციების და უფრო ძვირი 911-ის მისაღები ალტერნატივა გახდა.

1996 წელს, მაშინ, როდესაც Porsche Boxter-ის დებიუტი შედგა საზოგადოებაში გაჩნდა უკმაყოფილება, რომ პორშე ძირითად აქცენტს სტილზე აკეთებდა და არა შესრულებაზე.

9 წლის შემდეგ პორშემ Cayman-ი შექმნა და 718 ლეგიტიმურ სპორტულ მანქანად იქცა. GT3 და GT4 პაკეტის შემუშავებით, Cayman-ი უფრო მაღალი სპეციფიკაციების და უფრო ძვირი 911-ის მისაღები ალტერნატივა გახდა.

Porsche ახლა ელექტრომობილების სამყაროში გადავიდა, პირველი ნაბიჯები ჯერ Taycan-ით დაიწყო და შემდეგ 718-ის EV ვერსიაზე გადავიდა.

ელექტრიფიცირებული 718 ახლა კიდევ უფრო მიუახლოვდება 911-ს. 911 ბენზინზე მუშაობას უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს (მუშაობის პროცესშია ჰიბრიდული ვერსია).

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
Porsche ადასტურებს, რომ ახალი ავტომობილი მზად 2025 წლისთვის იქნება.

718 2 ელექტრო ვერსიით გამოვა. პირველი ერთი უკანა ძრავით იკვებება, ხოლო მეორე წინა და უკანა ბატარეით მომუშავე ვერსია, 718-ის პირველი AWD მოდელი იქნება.

ახალი 718 ამჟამინდელ Taycan-ზე ნაკლებს იწონის, ეს ფაქტი კი მას 402 კმ/სთ-იან მაქსიმალურ სიჩქარეს მისცემს.

Porsche ადასტურებს, რომ ახალი ავტომობილი მზად 2025 წლისთვის იქნება.

Polestar 5

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
მიუხედავად იმისა, რომ Polestar-ს ბევრი არ იცნობს, ახლო მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ Polestar-ს ბევრი არ იცნობს, ახლო მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება.

ვოლვო, როგორც ასეთი, საინტერესო ბრენდად არასდროს განიხილებოდა, მაგრამ მისმა ელექტრო განყოფილებამ თავისი ელეგანტური და წინდახედული დიზაინით ყველაფერი შეცვალა.

Polestar 1 და 2 ბაზარზე უკვე შემოვიდა. 3 და 4 მალე გამოვა. Polestar 3 ჯიპი იქნება, ხოლო 4 Tesla Y-ის გაუწევს კონკურენციას.

რაც შეეხება 5-ს, ის ფუფუნების და ეკომეგობრულობის სრულიად ახალ დონეს შემოგვთავაზებს. ავტომობილი 2024 წელს გამოვა.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
Polestar 5, დაახლოებით, 100,000 დოლარი ეღირება

ავტომობილი თავდაპირველად ერთძრავიანი RWD, ასევე წინა და უკანა ძრავით AWD ვარიანტით გამოვა. ეს უკანასკნელი 400 ცხენის ძალას შემოგვთავაზებს და მისი დიაპაზონი 595 კმ-ს გაუტოლდება.

Polestar 5, დაახლოებით, 100,000 დოლარი ეღირება. 5-ის გამოსვლის შემდეგ ავტომწარმოებელი Polestar 02 როდსტერს გამოუშვებს, ის ბრენდის სპეციფიკას სულ სხვა საფეხრზე გადაიყვანს.

Mercedes-Benz EGQ

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
2024 წელს მერსედესი საზოგადოებას EQG-ს შესთავაზებს.

Mercedes-Benz-მა საზოგადოება თავისი ელექტრო EQC-ით უკვე აღაფრთოვანა. მალე EQ პლატფორმაზე სხვა სხვა მოდელების აშენდება, მათ შორის: EQS, EQV, EQA, EQB და EQE.

2024 წელს მერსედესი საზოგადოებას EQG-ს შესთავაზებს. ვიზუალური მსგავსების გამო მას უკვე გელენდევაგენის მომავალს უწოდებენ.

ეს სრულად ელექტრო ჯიპი, როგორც უკვე აღვნიშნე EQ პლატფორმაზე დაფუძნდება. 4 ელექტროძრავი თითო თითო ბორბალზე, საერთო ჯამში 523 ცხენის ძალას და მაქსიმალურ სიჩქარეს 249 კმ/სთ-ს უზრუნველყოფს.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
EQG, დაახლოებით, 150 000 დოლარი ეღირება.

0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამი დასჭირდება, რაც შეეხება დიაპაზონს, ერთი დამუხტვით ჯიპი 482 კმ-ს გაივლის.

EQG, დაახლოებით, 150 000 დოლარი ეღირება.

BMW i8 M

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
ბევრი თვლიდა, რომ 2014 წლის BMW i8 წარუმატებელი იყო.

ბევრი თვლიდა, რომ 2014 წლის BMW i8 წარუმატებელი იყო. ავტომობილს ბატარეასთან და ელექტრო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე სუსტი საქარე მინები ჰქონდა.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
ავტომობილის სიმძლავრე 591 ცხ.ძ.-ს უტოლდება

BMW-მ იდეაზე უარი თქვა და განახლებული ვერსია, i8 M შექმნა. ახალი, 160,000 დოლარის ღირებულების ჰიბრიდის გამოსასწორებლად BMW-მ ელექტრული უკანა და 1.5 ლიტრიანი ძრავის კომბინაცია შექმნა, ტანდემი 591 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებს.

დიაპაზონთან დაკავშირებული დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

Lexus EV Supercar

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
ის 553 ცხენის ძალის მქონე V10-ზე მომუშავე LFA-ს მემკვიდრედ შეიქმნა

Lexus-ის ახალი სუპერმანქანის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. ის 553 ცხენის ძალის მქონე V10-ზე მომუშავე LFA-ს მემკვიდრედ შეიქმნა.

ეს ლეგენდარული მანქანა საავტომობილო მიმომხილველებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მანქანაა.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებს მოანდომებს

სწორედ ამ დნმ-ის სინთეზით შეიქმნა ელექტრო Lexus Supercar-ი. Lexus-ის შეფასებით ახალ ავტომობილს 700 კმ-იანი დიაპაზონი ექნება, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებს მოანდომებს.

ლექსუსის სუპერმანქანა 2030 წელს გამოვა, ავტომწარმოებლის ვარაუდით ავტომობილი 100 000 დოლარი ეღირება.

Alfa Romeo Giulia

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
“2024 წლიდან Alfa Alfa e-Romeo ხდება”

“2024 წლიდან Alfa Alfa e-Romeo ხდება”- ეს ალფა რომეოს ოფიციალური დევიზია.

კომპანიამ მიმდინარე წლის ივლისში საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, იტალიური ბრენდი 2027 წლიდან მხოლოდ ელექტრო მანქანებს გამოუშვებს.

პირველი, ბატარეით მომუშავე მოდელის გამოშვება 2024 წელს იგეგმება.

ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილები მომავლიდან
პირველი, ბატარეით მომუშავე მოდელის გამოშვება 2024 წელს იგეგმება.

Quadrifoglio-ს სახელქვეშ ალფა რომეო შიდა წვის ძრავზე მომუშავე ყველაზე მძლავრ ვერსიებს აყენებს, მათს შორისაა Giulia და Stelvio.

ეს ტრადიცია, შსაძლოა, ელექტრულ მოდელებზეც გავრცელდეს და მომდევნო წლებში, როდესაც უკვე დაიწყება ელექტრომობილების წარმოება ჩვენ, დიდი ალბათობით, მათაც QV სამკერდე ნიშნით ვიხილავთ.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

შთამბეჭდავი ავტომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]