Alfa Romeo Tonale დებიუტამდე ცოტა ხნით ადრე, ცივი ამინდის ტესტირების დროს დააფიქსირეს

Alfa Romeo 8 თებერვალს სრულიად ახალ Tonale-ს წარადგენს. ავტომობილი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. დიდი ხნის ნანატრი მოდელის ეს ჯაშუშური კადრები, დიდი ალბათობით, საბოლოოა. ავტომობილი ცივი ამინდის ტესტირებას გადის…

როგორც უკვე აღვნიშნე, დებიუტი მომავალი თვის დასაწყისში იგეგმება. არაოფიციალური ცნობებით ავტომობილს „კაპოტის“ ქვეშ 1.3-ლიტრიანი ტურბო ჰიბრიდული ძრავი ექნება, რომელიც, სავარაუდოდ, 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Alfa ოფიციალურ მონაცემებს ჯერ არ ასაჯაროებს.

Gallery: New Alfa Romeo Tonale

კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილს შესაძლოა უფრო სუსტი, 130 ცხენის ძალის მქონე, ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავი ჰქონდეს.

ავტომობილს საფარველი ჯერ კიდევ მჭიდროდ და საგულდაგულოდ ეკვრის. ავტოსამყაროში ვარაუდობენ, რომ ახალი ავტომობილი Stelvio-ს ვიზუალურ მახასიათებლებს გაიმეორებს, თუმცა ის უფრო მკვეთრი და დახვეწილი იქნება.

ბოლო თიზერის დროს ვიხილეთ წინა ნაწილი და განათების ხაზი, ასევე შიდა ინსტრუმენტების კლასტერიც.

Tonale-ს ექსტერიერს და ინტერიერს სულ რამდენიმე დღეში ვიხილავთ და ოფიციალურ მონაცემებსაც მალევე გავეცნობით.

ახალი ქროსოვერი ბრენდისთვის ამ სეგმენტის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახდება. Tonale გაყიდვაში ამ წლის ბოლოს ჩაეშვება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Alfa Romeo Tonale

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]