იტალიური ბრენდი Alfa Romeo 2027 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს

“2024 წლიდან Alfa Alfa e-Romeo ხდება”- ეს ალფა რომეოს ოფიციალური დევიზია.

კომპანიამ მიმდინარე წლის ივლისში საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, იტალიური ბრენდი 2027 წლიდან მხოლოდ ელექტრო მანქანებს გამოუშვებს.

პირველი, ბატარეით მომუშავე მოდელის გამოშვება  2024 წელს იგეგმება.

Quadrifoglio-ს სახელქვეშ ალფა რომეო შიდა წვის ძრავზე მომუშავე ყველაზე მძლავრ ვერსიებს აყენებს, მათს შორისაა Giulia და Stelvio.

ეს ტრადიცია, შსაძლოა, ელექტრულ მოდელებზეც გავრცელდეს და მომდევნო წლებში, როდესაც უკვე დაიწყება ელექტრომობილების წარმოება ჩვენ, დიდი ალბათობით, მათაც QV სამკერდე ნიშნით ვიხილავთ.

„ჩვენი ყველა მოდელის შესაძლებლობები/შესრულება ზედმიწევნით შესწავლილი და გამოცდილია. თუ ჩავთვლი, რომ Quadrifoglio-სთვის შესაფერის შესრულების დონეს  ვერ ვაკმაყოფილებთ  მე ამ ვერსიას, ბრალოდ არ გავაკეთებ“.- Alfa-ს უფროსი ჟან-ფილიპ იმპარატო.

ელექტროენერგიის ეპოქაში ალფა რომეოსთვის კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა ბრენდის ადრეული მოდელების დასახელებების აღდგენა იქნება.

ერთ-ერთი ასეთი მოდელი Spider Duetto-ა, თუმცა მისი ელექტრული ვერსიის გამოშვება, დიდწილად, Alfa-ს ძირითადი/მთავარი მოდელების საბაზრო წარმატებაზეა დამოკიდებული.

ახალი თაობის ალფა რომეოს მოდელებიდან პირველი Tonale იქნება, მას მომავალი წლისთვის ვიხილავთ. 2024 წელს კი, სავარაუდოდ,  კიდევ ერთი პატარა ქროსოვერი Brennero გამოვა.

Gallery: 2020 Alfa Romeo Giulia Quadrifoglio

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Alfa Romeo

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]