1950-იანი წლები, ავტოინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დახვეწილი დეკადაა, ამ შთამბეჭდავი ეპოქის 10 ღვთაებრივ ავტომობილს გაგაცნობთ

სიტყვა „კლასიკური“ ოქსფორდის ლექსიკონში განსაზღვრულია, როგორც- “მაღალი სტანდარტისა და გრძელვადიანი ღირებულების ხელოვნების ნიმუში”.

1950-იან წლებში ავტომწარმოებლები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად საოცარ ექსპონატებს ქმნიდნენ  და გზას იხსნიდნენ იმ მიზნისკენ, რომელსაც საუკუნო საავტომობილო სილამაზის მწვერვალებამდე მივყავართ.

ზოგიერთი ამ ავტომობილის ღირებულება მილიონობით დოლარია, და საკოლექციო მოდელად ითვლება. ბრენდების უმეტესობა ლეგენდარული, სწორედ მათ გამო გახდა.

50-იანი წლები საავტომობილო ინდუსტრიაში დიზაინის „ოქროს ეპოქად“ ითვლება. ეს ის პერიოდია, როდესაც ლამაზი ხაზები და დახვეწილი დეტალები ავტომობილის ინდივიდუალიზმს და უნიკალურობას განაპირობებდნენ.

1950-იანი წლების ეს 10 ექსპონატი დღემდე ყველაზე ლამაზ მანქანად ითვლება… ჩემთვის ავტოინდუსტრიის ეს ეპოქა რენესანსს უტოლდება!

10. Ford Thunderbird

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს ორკარიანი საოცრება ფორდმა დეტროიტის ავტოშოუზე პირველად 1954 წელს წარმოადგინა

ეს ორკარიანი საოცრება ფორდმა დეტროიტის ავტოშოუზე პირველად 1954 წელს წარმოადგინა. ეს იყო ფორდის პასუხი Chevy-ს მისამართით, რომელმაც საზოგადოებას იმ პერიდში Corvette გააცნო.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
Thunderbird-ის V8 ძრავი 193 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

Thunderbird-ის V8 ძრავი 193 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ეს მონაცემები კი 50-იანებისვის ცუდი არ არის. ეს მშვენიერი ავტომობილი ფორდის სპორტული ეპოქის წარმომადგენლად ითვლება. პირველ წელს Thunderbird-ის წარმოუდგენელი რაოდენობა, 16,155 ერთეული გაიყიდა.

9. Maserati A6GCS/53

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს განსაცვიფრებელი Maserati Pininfarina-მ დააპროექტა

ეს განსაცვიფრებელი Maserati Pininfarina-მ დააპროექტა. ის ტურინის ავტოშოუზე 1954 წელს წარადგინეს. მისი 2-ლიტრიანი ძრავი 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 234 კმ/სთ იყო.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
მზა პროდუქტი იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა ავტომწარმოებლის ისტორიაში

1952 წლის A6 ნამდვილი სარბოლო მანქანა იყო, მას სახურავი არ ჰქონდა. ერთ-ერთი კონკურსის დროს ძლიერი წვიმა დაემთხვა, მომხმარებლებმა, რომლებსაც რბოლაში სურდათ მონაწილეობა Maserati-ს A6GCS-ის დახურული Berlinetta ვერსიის შექმნა სთხოვეს. მზა პროდუქტი, ავტომწარმოებლის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანა იყო.

8. BMW 507

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ფანტასტიკური როდსტერი 1956 წლიდან 1959 წლამდე იწარმოებოდა

ფანტასტიკური როდსტერი 1956 წლიდან 1959 წლამდე იწარმოებოდა. ეს შთამბეჭდავი ვერსია Mercedes-Benz-ის მიერ შექმნილი წარმოუდგენლად სწრაფი და დახვეწილი 300 SL-ის კონკურენციის მიზნით შეიქმნა. მას საოცარი 3.2-ლიტრიანი V8 ძრავი ჰქონდა, რომელიც  150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
მისი ფასი 9000 დოლარი იყო

სამწუხაროდ, BMW-მ 1959 წლისთვის მხოლოდ 252 ერთეული გაყიდა, ეს იმის გამო, რომ 507 კონკურენტ მანქანებზე გაცილებით ძვირი, 9000 დოლარი ღირდა. (ეჰ)…

7. Chevrolet Corvette (C1)

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამერიკული (და ჩემი აზრით არა მხოლოდ ამერიკული) სპორტული მანქანაა, რაც კი ოდესმე შექმნილა

Chevrolet Corvette ამერიკულ ავტომწარმოებლებს შორის ერთ-ერთი პირველი მანქანაა, რომელსაც გასაოცარი, მინაბოჭკოვანი კორპუსი ამშვენებს. უნიკალური გარეგნობის მანქანა პირველად 1953 წელს ნიუ-იორკის ავტო შოუზე წარადგინეს. ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამერიკული (და ჩემი აზრით არა მხოლოდ ამერიკული) სპორტული მანქანაა, რაც კი ოდესმე შექმნილა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
დღეს ამ მანქანის 1953 წლის ვერსია Corvette-ის ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელად ითვლება

C1-ის ძრავი 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 173 კმ/სთ იყო. დღეს ამ მანქანის 1953 წლის ვერსია Corvette-ის ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელად ითვლება, Chevy-მ მისი მხოლოდ 300 ეგზემპლარი შექმნა.

6. Alfa Romeo Giulietta Spyder Veloce

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს მანქანა ლეგენდარული დიზაინერის პინინფარინას კიდევ ერთი შედევრია

ეს მანქანა ლეგენდარული დიზაინერის პინინფარინას კიდევ ერთი შედევრია. Giulietta პირველად 1954 წელს შეიქმნა, Spider Veloce ვერსია კი  ალფა რომეომ 1956 წელს გამოუშვა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
მანქანის ძრავი 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

მანქანის ძრავი 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 181 კმ/სთ-ს უტოლდებოდა. ეს მშვენიერი და კომპაქტური ორადგილიანი მანქანა სილამაზის ერთ-ერთი იშვიათი გამოვლინებაა. Alfa Romeo-მ მისი მხოლოდ 2796 ეგზემპლარი შექმნა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  და პატივსაცემ იტალიურ ავტომობილად ითვლება.

5. Porsche 356A Speedster

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ავტომობილი შექიმნა იმისთვის, რომ იყოს სწრაფი

მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ავტომობილი შექიმნა იმისთვის, რომ იყოს სწრაფი. 356 უნიკალური იყო ყველა გაგებით… მისი 1.6 ლიტრიანი ძრავი ჰაერით გრილდებოდა, ის 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა თუმცა, მას შეეძლო რომ ეს ენერგიული და კომპაქტური ავტომობილი 159 კმ/სთ-მდე აეჩქარებინა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
მისი ფასი, გამოსვლის დროს 2995 დოლარი იყო

ის ნამდვილ ჰიტად იქცა, ფასიც, კონკურენტებთან შედარებით, მისაღები ჰქონდა. მისი ღირებულება, გამოსვლის დროს, 2995 დოლარი იყო. 356A 1954-1956 წლებში იწარმოებოდა. მას შემდეგ ის მისი უნიკალური და უნაკლო დიზაინის გამო კლასიკად ითვლება.

4. Ferrari 250 GT Berlinetta

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს მოდელი სილამაზისა და სიმძლავრის კომპოზიციური შერწყმის უნიკალურ ნიმუშად ითვლება

ეს მოდელი სილამაზისა და სიმძლავრის კომპოზიციური შერწყმის უნიკალურ ნიმუშად ითვლება. მისი V12 ძრავი 260 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მანქანას 241 კმ/სთ-მდე აჩქარებდა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ამჟამად ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად ითვლება

ეს ციფრები საკმარისია იმის ასახსნელად, თუ რამდენად განსაკუთრებული მოდელია ეს Ferrari. ამ მანქანას ასევე მოიხსენიებენ, როგორც “Tour de France”.  GT-მ 1957 წელს რბოლაზე დიდი წარმატება მოიპოვა.

ამჟამად ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად ითვლება. 2015 წელს აუქციონზე 1956 წლის Ferrari 250 GT Berlinetta 13 მილიონ დოლარად გაიყიდა.

3. Aston Martin DB4

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს მანქანა ჯეიმს ბონდის ცნობილი მანქანის, DB5-ის წინამორბედია

ეს მანქანა ჯეიმს ბონდის ცნობილი მანქანის, DB5-ის წინამორბედია. 1958 წლის ეს კლასიკა აღჭურვილი იყო სპეციალური 3.7-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 266 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ასო D და B დევიდ ბრაუნის ინიციალებია, კაცის, რომელმაც 1947 წელს Aston Martin-ი იყიდა და ის საყოველთაო ბრენდად აქცია

ასო D და B დევიდ ბრაუნის ინიციალებია, კაცის, რომელმაც 1947 წელს Aston Martin-ი იყიდა და ის საყოველთაო ბრენდად აქცია. დამეთანხმებით, რომ DB4 ნამდვილი შედევრია.

2. Ferrari 250 California Spyder

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს ორადგილიანი Spyder-ი 240 ცხენის ძალის მქონე V12-ით იკვებებოდა და ის მაქსიმალურ სიჩქარეს, 225 კმ/სთ-ს გამოიმჯუშავებდა

ეს ორადგილიანი Spyder-ი 240 ცხენის ძალის მქონე V12-ით იკვებებოდა და ის მაქსიმალურ სიჩქარეს, 225 კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
ეს ხელოვნების ნიმუში 1957 წელს შეიქმნა

ხელოვნების ნიმუში 1957 წელს შეიქმნა, ის ორ ვერსიად, LWB და SWB იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, Spyder-ის მხოლოდ 105 ერთეული შეიქმნა.

1.Mercedes Benz 300SL

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
300SL საინჟინრო და დიზაინის სრულყოფის თვალსაჩინო მაგალითია

300SL საინჟინრო და დიზაინის სრულყოფის თვალსაჩინო მაგალითია. კუპეს დებიუტი 1954 წელს ნიუ-იორკში საავტომობილო შოუზე შედგა.

ის თავისი ეპოქის ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა იყო. მას 3 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავი ჰქონდა, რომელიც 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

10 ყველაზე ლამაზი კლასიკა 1950-იანებიდან
მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და უნიკალური კომპონენტი „ფრთებია“

მისი სილამაზე მის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს კომპოზიციურად ერწყმოდა და დღეს მისი სახით უნიკალური ექსპონატი გაქვს.

მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და უნიკალური კომპონენტი „თოლიას ფრთებია“. gull-wing-ის კარები მისი ვიზუალის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.

კლასიკა 1950-იანებიდან

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაახალი Mercedes-AMG GT Coupe- პირველი ჯაშუშური კადრები
შემდეგი სტატიაVolkswagen ID Buzz -ენთუზიასტებზე ორიენტირებული ელექტრომობილების ტალღა იწყება