ნახევარი საუკუნის უკან, ინგლისში, ბარი ბიგვუდმა პორშე 911 დაინახა, მანქანამ მას გვერდით ჩაუარა და ისეთი კვალი დატოვა, რომ მთელი მისი ცხოვრება იმ მომენტიდან განისაზღვრა.

სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს 75 წლის ასაკში, 1200 ცხენის ძალის მქონე Nissan GT-R R35-ის მართვის სურვილი?

ორმოცდაათი წლის წინ, მანქანა, რომელიც მან დაინახა, დიდი ალბათობით 1972 წლის Porsche 911 Carrera RS (901) იყო. მოდელ 911 ხუთ სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით და 255 ცხენის ძალის მქონე 2.7 ძრავით არის წარმოდგენილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 245 კმ/სთ-ია, ხოლო და 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის მას 5,5 წამი სჭირდება.

ბარი ახლა სამხრეთ აფრიკის ყველაზე პატარა პროვინცია გაუტენგში ცხოვრობს. ყოველდღიურობაში, ის 1995 წლის Honda Civic-ს მართავს, ხოლო როდესაც მანქანიდან გადმოდის, ხელჯოხის დახმარებით გადაადგილდება.

75 წლის მოხუცმა ახალგაზრდობის ოცნება აისრულა და საათში 350 კმ. სიჩქარით იარა
ყოველდღიურობაში ბარი ძველი Civic-ით მოძრაობს

ბარი გარეგნულად საყვარელი ბაბუაა, რომელიც ყოველთვის იღიმება და მეზობლებს ხელის დაქნევით, ღიმილიანი სახით ესალმება. თუმცა მის ავტოფარეხში მდგარი მხეცის დანახვაზე (რა თქმა უნდა Civic-ს არ ვგულისხმობ), ბარის თვალები ნაპერწკლებით ივსება.

75 წლის მოხუცმა ახალგაზრდობის ოცნება აისრულა და საათში 350 კმ. სიჩქარით იარა
მის გარაჟში Civic-ის გარდა, 1200 ცხენის ძალის მქონე მხეცი დგას

ეს ისტორია ერთი შეხედვით, ჰოლივუდელი რეჟისორის სცენარს მოგაგონებთ, მაგრამ არაფერი მსგავსი, ამ ამბავში ყველაფერი ნამდვილია. 75 წლის ასაკში ბარი ბიგვუდი თავისი 1200 ცხენის ძალის მქონე Nissan GT-R (R35)-ის საჭეს მიუჯდა. ის არა მხოლოდ 320 კმ/სთ-ით მოძრაობდა, არამედ ერთ მომენტში წარმოუდგენელ 351 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

Nissan GT-R R35

ახალგაზრდობის ოცნების ასრულების შემდეგ, ბარის სახეზე არც ცრემლები ჩანდა და არც სიუჟეტი წააგავდა, დრამატული ჰოლივუდური ფილმის სცენას. ის მხოლოდ ანთებული თვალებით ამბობდა: „ცუდი არ იყო, შემდეგს, ალბათ ბუგატის გამოვცდი.”

ვიდეო: 75 წლის ბარი ბიგვუდი და მისი Nissan GT-R R35

[yop_poll id=”5″]

ოცნება აისრულა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2024 Hyundai Ioniq 7- სამ-რიგიანი ელექტრო ჯიპი
შემდეგი სტატიაპაპარაცებმა ახალი Hyundai Accent 2023 გადაიღეს
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში