ამერიკული ავტოინდუსტრია შთამბეჭდავი შესრულებით, ინოვაციებით და ეფექტურობით გამოირჩევა, წარმოგიდგენთ 5 ამერიკულ ავტომობილს, რომლებიც ევროპულ მანქანებს დიზაინის თვალსაზრისით თანაბარ კონკურენციას გაუწევენ

როდესაც ამერიკულ ავტოინდუსტრიაზე ვსაუბრობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი იკვეთება.

დავიწყოთ ყველაზე მარტივით- ზომა! ამერიკულ გზებზე, ძირითადად, დიდი ზომის მანქანები დომინირებენ.

ისეთი მანქანების გამო, როგორებიც არიან- Tesla Cybertruck და GMC Hummer-ი რიგ ქვეყნებს თავიანთი გზების „გაფართოვება“ მოუწევთ.

ამერიკული ავტომობილები ხმაურიანი V8 ძრავებითაა ცნობილი, მაგალითად კუნთიანი Dodge Charger-ი, ან თუნდაც Ford Mustang-ი.

მათი დახასიათებისას ერთადერთი ასპექტი დიზაინია, რომლითაც ინდუსტრია ცნობილი არ გამხდარა.

ამერიკული მანქანები ევროპულ მანქანებს თანაბარ კონკურენციას გაუწევენ სიმძლავრეში, ინჟინერიაში, ინოვაციაში, მაგრამ არა დიზაინში.

რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც და ეს გამონაკლისები წლების განმავლობაში თავის ღირებულებას და უნიკალურობას არ კარგავენ, მოდი, გავიცნოთ რამდენიმე მათგანი:

Ford GT

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

1960-იან წლებში ფორდს ისეთი მანქანის შექმნა სურდა, რომელიც Le Mans-ზე Ferrari-ს გამარჯვების სერიას დაასრულებდა.

და შეიქმნა ლეგენდარული Ford GT40, რომლიც ლე მანსის 1966 წლის გამარჯვებული გახდა.

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც GT40-ს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა მისი დახვეწილი აეროდინამიკური დიზაინი იყო.

ნახევარი საუკუნის შემდეგ GT40 Ford GT-ში რეინკარნირდა. თანამედროვე Ford GT-ს GT40-ის მსგავსი დიზაინი აქვს, თუმცა ის რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვედ და ელეგანტურად გამოიყურება.

Pontiac GTO

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

GTO პირველი კუნთებიანი მანქანა არ ყოფილა, თუმცა მას 60-იან წლებში კუნთებიანი მანქანების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის.

GTO, თავდაპირველად, არჩევითი პაკეტის სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა ის ხალხს მისი დიზაინის და ძალის გამო იმდენად შეუყვარდა, რომ Pontiac-ს 1966 წელს  მისი დამოუკიდებელ მოდელად გადაქცევა მოუწია.

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

პირველი და მეორე თაობის GTO, დიზაინის თვალსაზრისით, მომდევნო თაობებს ბევრად ჯობს, თუმცა, ყველაზე წარუმატებელ პროექტად მეხუთე თაობის განახლებული ვარიანტი ითვლება.

Hennessey Venom F5

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

ათწლეულების განმავლობაში, Hennessey Performance-ი საუკეთესო მანქანებს ქმნიდა. სხვა კომპანიების მანქანებზე წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ ჰენესიმ საკუთარი მაღალი ხარისხის სუპერმანქანების აშენება სცადა-შედეგი იყო უნიკალური Venom F5.

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

ჰენესის მიზანი ევროპული სუპერმანქანების კონკურენცია იყო. და როდესაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა ის ნებისმიერი ბრენდის საუკეთესო ავტომობილის კონკურენტი თავისუფლად გახდება.

Venom F5 შთამბეჭდავ დიზაინთან ერთად წარმოუდგენლად ძლიერიცაა, ის 6.6-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8-ს წყალობით 1817 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1617 ნიუტონ მეტრია.

Shelby Cobra Daytona

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

Daytona სპეციალურად რბოლისთვის შექმნილი მანქანაა. საინტერესო დიზაინის ავტომობილი Ferrari 250 GTO-ს კონკურენციის მიზნით შეიქმნა.

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

შელბი კობრა დეიტონას მხოლოდ 6 ეგზემპლარი შეიქმნა, ამ ფაქტმა კი ის ერთ-ერთ უიშვიათეს ამერიკულ მანქანად აქცია.

1963 Chevrolet Corvette StingRay

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

და აი ისიც, ყველა დროის ყველაზე ლამაზი ამერიკული მანქანა (თუმცა, ჩემთვის 1953 წლის Chevrolet Corvette C1 შეუცვლელია)

ორიგინალურობის სახელით მსოფლიოში რა აღარ კეთდება. ერთ-ერთი 1963 წლის Chevy Corvette Sting Ray- ის გაყოფილი უკანა ფანჯარა იყო.

5 ყველაზე ლამაზი ამერიკული ავტომობილი

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Vette „კაცობრიობას“ კუპეს სახით მოევლინა.

არ იდარდოთ უკანა ფანჯრის ხილვადობაზე, მანქანა, ამ დეტალმა, ძვირადღირებულ კლასიკად აქცია. 5.3 ლიტრიანი V8 ძრავი 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაგრამ ამ სილამაზის შემხედვარეს, ვის რად უნდა „ცხენისძალები“.

ამერიკული

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია5 ყველაზე ლამაზი გერმანული ავტომობილი
შემდეგი სტატიავინ დიზელის მანქანების კოლექცია