ცნობილი ბრიტანული საავტომობილო გამოცემა, Autocar-ი, 2021 წლის საუკეთესო, 4X4-ზე და ყველგან მავალი, ე.წ Off-road მანქანების სიას აქვეყნებს

თუ ცხოვრებას მარტივად არ უყურებ, თუ მიზნამდე მისასვლელად რთულ გზებს ირჩევ და ამავდროულად, ამ ეპითეტების გვერდის ავლით, მართლაც გიზიდავს ექსტრემი, მიუვალი გზები და ადრენალინის გამოსათავისუფლებელი აქტივობები, მაშინ ეს “4X4-ზე” სტატია შენთვისაა.

მოემზადე, შეიკარი ღვედი და გამოგვყევი!

არ არის მარტივი ერთმანეთს შეადარო საუკეთესო „გამავლობის“ მანქანები, აქ გასათვალისწინებელია ძირითადი პარამეტრები, მახასიათებლები და ასპექტები.

ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია თუ როგორი ტიპის ზედაპირისთვის შეიქმნა ესა თუ ის  მანქანა- ეს იქნება კლდოვანი ფერდობი, ფხვიერი/ნაშალი მიწა, უდაბნო თუ სხვა. თითოეულ მანქანას აქვს თავისი ძლიერი მხარე, რომელთა უგულებელყოფა, არ შეიძლება.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, autocar-ი, რომელიც 1895 წლიდან ავტოინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს მიმოიხილავს, აქვეყნებს საუკეთესო, 4X4-ზე და ყველგან მავალი, ე.წ Off-road მანქანების სიას.

საუკეთესო „გამავლობის“ მანქანების სია ასე გამოიყურება:

4X4

1. Land Rover Defender

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მისმა უდიდებულესობა Land Rover-მა 2019 წელს წინამორბედის გაუმჯობესებული, ნანატრი მოდელი გამოუშვა.  (შოურუმებში, მანქანა, 2020 წლიდან გამოჩნდა)  მანქანამ დაამტკიცა, რომ ის წარმატებული „მემკვიდრეა“.

ზოგი ფიქრობდა, რომ ის ვერ შეძლებდა ტალახში სიარულს, კლდეზე გადახტომას, დიდ წყალში გავლას და უსწორმასწორო ფერდობებზე სიარულს, მაგრამ ბუნებით ყოვლისშემძლე Defender-ს თამამად შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება და უფრო მეტიც- მისი უნიკალური შესაძლებლობა, სწორად არეგულიროს ჰაერის შეჩერება/შეკავება, ამცირებს მანქანის დატვირთვას, და მძღოლს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს გადაცემის სწორი რეჟიმი.

Land Rover-ი მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც დიზელის, ასევე ბენზინის   ოთხ და ექვს ცილინდრიან  ძრავებს. ეს ავტომობილი უკონკურენტოა 4X4 -ზე მანქანებს შორის და საპატიო პირველ ადგილს იკავებს autocar-ის სიაში.

4X4

2. Jeep Wrangler

Jeep-ს არ ახასიათებს Wrangler-ის ხშირი განახლება, მაგრამ ეს უახლესი თაობის 4X4 -ზე მოდელი საუკეთესო „ოფროუდერია“ და ამავე დროს უფრო გამძლეა, ვიდრე ოდესმე.

Jeep-მა მოდელის შექმნისას არ უღალატა კლასიკურ ვარიანტს  და ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფორმები გამოიყენა- წრიული ფარები, დაფარული ცხაური, მკაცრი გეომეტრია, ეს ის დეტალებია, რომლითაც მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიას იზიდავს.

მიუხედავად მისი გამძლე საბურავებისა, სპეციალიზირებული საყრდენი ღერძებისა და შეკრული კორპუსისა, ის მაინც მეორე ადგილს იკავებს autocar-ის სიაში.

ტოპ 5 საუკეთესო 4X4-ზე და “Off-road” ავტომობილი

3. Toyota Land Cruiser

თქვენს წინაშეა კიდევ ერთი „აიქონი“, მისი უდიდებულესობა  “უგზოუკლობის“ მეფე Land Cruiser-ი. თავისი უნიკალური შესაძლებლობებით, შეუდარებელი ხარისხით, გამძლეობით და საიმედოობით, შეუპოვარი Land Cruiser-ი, თითქმის, ყველას ფავორიტია.

მას შეუძლია გადალახოს მდინარე, იაროს კლდოვან გზებზე, გადალახოს ყველაზე რთული რელიეფური ბარიერიც კი. მიუხედავად მისი ამტანობისა, საკმაოდ კომფორტული და დახვეწილი სალონი აქვს. Toyota-ს ეს უნიკალური მოდელი autocar-ის სიის მესამე ადგილს დასჯერდა.

ტოპ 5 საუკეთესო 4X4-ზე და “Off-road” ავტომობილი

4. Mercedes-Benz G-Class

ტოპ „ოფროუდერების“ სიაში Mercedes-Benz G-Class-ი უკვე დიდი ხანია საპატიო ადგილს იკავებს Land Rover-ის, Jeep Wrangler-ის და Toyota Land Cruiser-ის გვერდით.

საკულტო დიზაინით და სპეციფიკური ვიზუალური მახასიათებლებით G-Class-ი უკვე 40 წელია უამრავი ადამიანის ფავორიტია. თითქმის, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც G-Class-ი ვერ უმკლავდება.

ამ მოდელისთვის სახასიათოა მისი ძარის შიდა სიმაღლე, ძირითადად, სწორედ ეს თვისება განაპირობებს მის „ყველგანმავლობის“ უკინალურობას.

ტოპ 5 საუკეთესო 4X4-ზე და “Off-road” ავტომობილი

5. Ford Ranger Raptor

„რეინჯერის“ ერთ-ერთი და თამამად შეიძლება ითქვას, უნიკალური ვერსიაა Ranger Paptor-ი პიკაპის ტიპის მანქანა შექმნილია იმისთვის, რომ გადაულახავი გადაგალახინოს! ყველა დროის ყველაზე გამძლე ავტომობილი 213 ცხენის ძალით, აღჭურვილია EcoBlue-ს 2.0-ლიტრიანი დიზელით.

Ranger-Raptor-ის ჯადოქრობა მანქანის „სიღრმეში“ იმალება- ღერძი,  ზამბარები, ამორტიზატორები- ეს მცირე ჩამონათვალია იმ დეტალებისა, რომლებიც ამ ავტომობილის უპირატესობას უსვამენ ხაზს.

პიკაპის ტიპის ავტომობილების მოყვარულთათვის, (მათს შორის ჩემთვისაც) Ranger-Raptori ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

4X4

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაNissan Z-ახალი, დახვეწილი და გემოვნებიანი, რეტრო დიზაინი და 400 ცხენის ძალა
შემდეგი სტატიაLamborghini Countach-ის „მეორედ მოსვლა“!დაბრუნება 800 ცხენის ძალით!