მთავარი სიახლეები 2023 წლისთვის იაპონიაში პირველი მფრინავი მანქანები გამოჩნდება

2023 წლისთვის იაპონიაში პირველი მფრინავი მანქანები გამოჩნდება

291

ადგილობრივმა სტარტაპმა SkyDrive -მა „სქაიმობილების“  გამოჩენის შესახებ თამამი პროგნოზი გააკეთა.

კომპანია SkyDrive, რომელიც მფრინავი მანქანების გამოგონებაზე მუშაობს, ცოტა ხნის წინ თამამი განცხადება გააკეთა, რომ უკვე 3 წელიწადში კომპანია პრეზენტაციას გაუკეთებს თავის პირველ ორადგილიან „სქაიქარ“ SD-XX – ს.

მფრინავი მანქანა საათში 100 კმ სიჩქარეს განავითარებს

გაბარიტებით ის ავტომობილის ზომის და ფორმის იქნება. SD-XX – ს რეკომენდირებული ფრენის სიჩქარე 20 კმ/სთ იქნება, მაქსიმალური კი 100 კმ/სთ. აღსანიშნავია, რომ მოდელი უკვე ტესტირების რეჟიმს გადის.

მფრინავი მანქანის დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

2023 წლისთვის იაპონიაში პირველი მფრინავი მანქანები გამოჩნდება
2023 წლისთვის იაპონიაში პირველი მფრინავი მანქანები გამოჩნდება

SkyDrive – ში ირწმუნებიან რომ ახალი ტრანსპორტი ხელს შეუწყობს ადამიანების ზღვებზე გადაყვანას. ახალი „სქაიქარი“ აღჭურვილი იქნება ავტოპილოტის ფუნქციით, თუმცა მძღოლის ადგილზე ყოფნა მაინც აუცილებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს SkyDrive – ში ინვესტიცია გიგანტმა ავტომწარმოებელმა Toyota – მაც გააკეთა. ამბობენ, რომ მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის, ვინ იცის იქნებ სქაიმობილებს?!

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მფრინავი მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]