2023 წლის Range Rover Sport-ი 4 ვერსიით გამოვა, სამი მათგანი ჰიბრიდია

Range Rover Sport-ის მესამე თაობის წარმოება იწყება. პირველყოვლისა ის თავის დიდებულებას ინარჩუნებს და კვლავ მძლავრი, კომფორტული და თანამედროვე ჯიპი იქნება. ავტომწარმოებელი ერთგულ მომხმარებლებს იმედებს არ უცრუებს.

ჯიპის დახვეწილი ვიზუალი ამ გამოცემის შესრულების სპეციფიკებს ზუსტად ესადაგება. მანქანა მოწოდების სიმაღლეზეა და მძღოლებს მართვის სიამოვნებას ჰპირდება.

Range Rover Sport-ის 4 ვერსია

2023 წლის Sport-ი მოწყობის 4 ვარიანტს გვთავაზობს: mild-hybrid SE და SE Dynamic-ი, plug-in ჰიბრიდი და გაზზე მომუშავე First Edition-ი.

ამ უკანასკნელის V-8 ორმაგი ტურბო ძრავი 523 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ის 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,3 წამს ანდომებს.

არც ჰიბრიდული მოდელები ჩამორჩებიან შიდა წვის ძრავიანს და mild-hybrid SE და SE Dynamic-ი 355-395 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.

რაც შეეხება plug-in ჰიბრიდს ის 434 ცხენის ძალას უზრუნველყოფს, ამავდროულად მასს 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება 5,5 წამში შეუძლია და ის შთამბეჭდავ, 77 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

2023 წლის ყველა გამოცემა ე.წ  rear-axle steering სისტემას გვთავაზობს.

(საჭე წინა ბორბლების მსგავსად უკანა ბორბლებსაც ამოძრავებს, მსგავსი სისტემა მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს მოსახვევებში უკეთეს მანევრს უზრუნველყოფს. ახალი სპორტის უკანა ბორბლებს 7,3 გრადუსიანი შემობრუნება შეუძლია)

ყველა გამოცემას ადაპტირებული კრუიზ კონტროლი ექნება.

ექსტერიერი

როგორც უკვე აღვნიშნე ექსტერიერი, როგორც ყოველთვის დახვეწილ და სახასიათო ვიზუალს ინარჩუნებს. ლეგენდარული სილუეტი-ხელუხლებელია.

წინა ფასციას მინიმალისტური ცხაური ამშვენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ექსტერიერი მისი წინამორბედისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდება. წინა ნაწილი დამოკლებულია, უკანა გაზრდილი. ფარები და ცხაურის ღიობები კი უფრო თხელია.

მიუხედავად იმისა, რომ 21-ინჩიანი დისკები სტანდარტულია. სპორტი შესაძლოა უფრო დიდი, 23-ინჩიანი დისკების ვერსიებითაც ვიხილოთ.

საერთო თვალსაზრისით მესამე თაობის სპორტს მეტად ელეგანტური ვიზუალი აქვს. ეს კი ისეთმა დეტალებმა განაპირობა, როგორებიცაა: კარის სახელურები, ნაცრისფერი ბორბლები და სპილენძისფერი დეტალები.

ინტერიერი

2023 წლის Range Rover Sport-ი 4 ვერსიით გამოვა
სალონი საკმაოდ კომფორტულია

სალონი საკმაოდ კომფორტულია, გარდა ინტერიერის მოწყობისა ამ კომფორტს მართვის დახვეწილი მანერაც განაპირობებს. წინა სავარძლებს გათბობაა/გაგრილების და მასაჟის უპირატესობა აქვს.

გაფართოვდა ბორბლების ბაზა, შესაბამისად უკანა სავარძლებმა დამატებითი სივრცე შეიძინა. Range Rover Sport-ში ყველაზე მოწინავე ხმის სისტემა Meridian-ია გამოყენებული.

„ახალი და განსაკუთრებული Range Rover Sport-ი ახალ სტანდარტებს აწესებს. ის საუკეთესო ძვირადღირებული სპორტული ჯიპია.“-ტიერი ბოლორე Jaguar Land Rover-ის აღმასრულებელი დირექტორი.

რა, სად, როდის შეკითხვები

მესამე თაობის Range Rover Sport-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია. მისი ფასი 83,000 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება სრულად ელექტრო ვერსიას ის 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

Range Rover Sport

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini ელექტრო Urus-ის გამოშვებას ადასტურებს
შემდეგი სტატია2023 წლის Mercedes GLC-ის დებიუტი 1 ივნისს გაიმართება