Porsche Macan T ბრენდის პირველი ჯიპია, რომელმაც „T ბეიჯი“ მიიღო, ის საბაზისო მოდელსა და Macan S-ს შორის მდებარეობს

Porsche-ს მოყვარულებმა კარგად იციან თუ  რას ნიშნავს ბეიჯი „T“. მათ ასევე იციან, რომ ამ ნიშნით პორშეს მხოლოდ ორი მოდელის- 718-ისა და 911-ის მორთულობის დონეს აღნიშნავენ.

ახლა კი თქვენს წინაშე გერმანული ავტომწარმოებლის პირველი Touring ჯიპია. ბატონებო, გაიცანით 2023 წლის Porsche Macan T.

ბრენდის პირველი Touring ჯიპი

როგორც ტურინგ-ქარების უმეტესობა, Macan T-ც საბაზისო და საშუალო დონის მორთულობებს შორის “უფსკრულს” ავსებს და ის სტანდარტულ მოდელსა და Macan S-ს შორის დგას.

ის საწყისი დონის Macan-ის 2.0-ლიტრიანი ტურბო კომპრესორით 261 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ძალას შვიდ-სიჩქარიანი PDK გადაცემათა კოლოფით ოთხივე ბორბალზე გადასცემს.

Porsche-ს განმარტებით Macan T 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 5,8 წამს ანდომებს, ეს მაჩვენებელი კი საბაზისო მოდელზე 0,2 წამით უფრო სწრაფია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კვლავ 231 კმ/სთ-ს უტოლდება.

სტანდარტული აღჭურვილობის სახით Macan T Sport Chrono Package-ს და Porsche Active Suspension Management-ს იღებს. დამატებით ვარიანტად შესაძლებელია Porsche Torque Vectoring Plus-ის არჩევაც.

ექსტერიერის ვიზუალური დეტალები

ბუნებრივია, რომ Macan T ვიზუალურად (როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი) გაუმჯობესებულია.

ნაცრისფერი დეტალები ვრცელდება გვერდითა სარკეებზე, სახურავის სპოილერზე, გვერდებზე და ცხაურზე.

უკანა ემბლემაც ნაცრისფერია, ვიზუალური კონტრასტისთვის ავტომობილს ფანჯრების გარშემო და გამონაბოლქვ მილზე შავი მორთულობა აქვს დამატებული.

ინტერიერი

Macan S-ის მსგავსი 20-ინჩიანი ბორბლები სტანდარტულია. სტანდარტულია სპორტული სავარძლებიც, რომლებსაც სპეციალური Macan T-ს მორთულობა აქვს დამატებული.

სალონში შეხვდებით სტანდარტულ სპორტულ საჭეს, Sport Chrono წამზომს დაფაზე და კარების ჩარჩოებზე გრავირებულ წარწერას- „Macan T“.

ღირებულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავტომწარმოებელი გაზაფხულამდე, ანუ შეკვეთების დაწყებამდე არ გაგვიზიარებს.

საწყისი დონის Macan-ის ფასი ამჟამად 54,900 დოლარიდან იწყება, Macan S-ი კი- 65,400 დოლარი ღირს. დიდი ალბათობით, ახალი მოდელის ღირებულება ამ ორ ფასს შორის უნდა ვივარაუდოთ.

Porsche Macan T

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 Mercedes-AMG EQE- დებიუტი 677 ცხენის ძალით
შემდეგი სტატიასაუკეთესო დიზაინის მანქანა- სტილის ლეგენდის Fabio Filippini-ის „ნარატივი“