Mercedes-ი თავის პოპულარულ მოდელს GLC-ს 2023 წლისთვის mild-hybrid და PHEV ვარიანტებით ელექტრიფიცირებს

ჭორები საბოლოოდ დადასტურდა! Mercedes-ი შემდეგი თაობის GLC ქროსოვერს 1 ივნისს წარადგენს.

ავტომწარმოებელი დებიუტამდე სულ ცოტა ხნით ადრე ქროსოვერის თიზერს გვთავაზობს.

ფოტოზე ავტომობილის უკანა ნაწილია გამოსახული. ჩრდილებიდან და პატარა ფრაგმენტიდან გამომდინარე ფოტო ბევრს არაფერს გვაძლევს, თუმცა, ერთი რამ ცხადია, ქროსოვერის უკანა მხარე საკმაოდ დიდი ზომისაა.

შემდეგი თაობის GLC-ის თიზერი

2023 წლის Mercedes GLC-ის დებიუტი 1 ივნისს გაიმართება
ახალი GLC დიზაინის შთაგონებას ახალი C კლასიდან იღებს

ახალი GLC დიზაინის შთაგონებას ახალი C კლასიდან იღებს. ავტომწარმოებლის თქმით GLC სრულად ციფრული კაბინით აღიჭურვება. ეს ასევე ბრენდის MBUX საინფორმაციო გასართობ სისტემასაც მოიცავს.

GLC თავის ძრავს ახალი C კლასიდან ისესხებს. ელექტრიფიკაცია ახალი ქროსოვერის მუშაობაში დიდ როლს ითამაშებს. მერსედესი გვთავაზობს როგორც mild-hybrid, ასევე plug-in hybrid ვარიანტებს.

ბრენდის PHEV ვარიანტები 100 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფენ. მხოლოდ ელეტროძრავით მაქსიმალური სიჩქარე 238 კმ/სთ-ს გაუტოლდება.

GLC-ის ახალი პლატფორმა უფრო დიდი ზომისაა, შესაბამისად ის მომხმარებლებს მეტ სივრცეს და მეტ კომფორტს სთავაზობს.

ქროსოვერში rear-wheel steering სისტემა იქნება გამოყენებული, რაც მძღოლებისთვის დამატებითი ბენეფიტია. (საჭე წინა ბორბლების მსგავსად უკანა ბორბლებსაც ამოძრავებს, მსგავსი სისტემა მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს მოსახვევებში უკეთეს მანევრს უზრუნველყოფს)

მიმდინარე თაობის მოდელებთან შედარებით ახალი GLC დიდ და მრავალფეროვან განახლებებს მოიცავს.

ყველაზე პოპულარული მოდელი სტანდარტული ტექნოლოგიით და სხვა დამატებითი უპირარესობებით აღიჭურვება.

მერსედესი ჩვეულებრივ GLC ვარიანტებს მაღალი სიმძლავრის AMG ვერსიების გამოვლენამდე გამოუშვებს.

შეგახსენებთ, რომ ქროსოვერის დებიუტი 1 ივნისს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ახალი მოდელები ევროპაში სექტემბრიდან გაიყიდება, რაც შეეხება აშშ-ს იქ ქროსოვერის განსხვავებული სპეციფიკების ვერსია, ცოტა მოგვიანებით ჩავა.

Mercedes GLC

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 წლის Range Rover Sport-ი 4 ვერსიით გამოვა
შემდეგი სტატიაელექტრო Bentley 1400 ცხენის ძალით