Mercedes-Benz EQ დიაპაზონის მესამე წევრის, EQS-ის ღირებულება, სედანის მსგავსად, 104,400 დოლარიდან იწყება
Mercedes-Benz EQ დიაპაზონს მესამე ახალი წევრი ჰყავს. EQS სედანის გასაოცრად მაღალი ვერსია, EQS ჯიპი.
ავტომწარმოებელმა მოდელი გასულ აპირლს გამოავლინა და მას შემდეგ ჯიპი საავტომობილი სამყაროში დიდი მოწონებით სარგებლობს.
ოფიციალურ გამოცემაში, მერსედესმა EQS ჯიპის საწყის ფასად 104,400 დოლარი დაასახელა. (აღსანიშნავია, რომ მერსედესის 2023 წლის EQS სედანის ღირებულებაც, 450+-ის შემთხვევაში, 104,000-დან იწყება.)
სედანის მსგავსად, Mercedes EQS ჯიპიც სამი ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი- 450+, 450 4MATIC და 580 4MATIC.
თავდაპირველად, გერმანული ავტომწარმოებლის მხრიდან EQS 450 4MATIC-ზე საუბარი არ იყო, მაგრამ ახლა ეს ვერსია შოურუმებში 107,400 დოლარიდან იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება 580 4MATIC-ს მისი ღირებულება 125,950 დოლარიდან იწყება.
ზემოაღნიშნული რიცხვები პრემიუმ დონის საწყისი ფასებია. მომხმარებლებს, რომლებსაც ექსკლუზიური მორთვა სურთ, ჯიპის ღირებულება, რა თქმა უნდა გაეზრდებათ.
მაგალითად ექსკლუზიური მორთვის შემთხვევაში ყველაზე ძვირადღირებული EQS 580 4MATIC ვერსიის ფასი 132,200 დოლარამდე იზრდება.
სამ რიგიანი EQS ჯიპი EQ ოჯახის პირველი წევრი იქნება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აშენდება.
მისი წარმოება ალაბამას ტუსკალოსას ქარხანაში მიმდინარეობს. ამავე ქარხანაში ააწყობენ მომავალ EQE ჯიპსაც, რომლის გამოსვლაც ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
რაც შეეხება Mercedes EQS-ს ის შოურუმებში მიმდინარე წლის შემოდგომიდან გამოჩნდება.
Mercedes-Benz EQS











