2023 წლის Hyundai Ioniq 6-ის ახალი თიზერი წარმოების მანქანის დიზაინის დეტალებს ამხელს, სრულ ვიზუალს კი ამ კვირაში ვიხილავთ

Hyundai თავისი ახალი ელექტრომობილის Ioniq 6-ის სურათებს საზოგადოებას ამ კვირაში წარუდგენს, მანამდე კი ავტომწარმოებელი საინტერესო თიზერს გვთავაზობს.

Tesla Model 3-ის კონკურენტის თიზერ კამპანია, თითქმის, ორწელიწად-ნახევრის წინ, კონცეფციის გამოჩენის შემდეგ დაიწო.

Ioniq 6-ის კონცეფცია

2023 წლის Hyundai Ioniq 6- ახალი თიზერი
ავტომობილის დიაპაზონი, სავარაუდოდ, 498 კმ იქნება

საგზაო მოდელი, არ ინება ისეთი გლუვი, როგორც კონცეფცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმოების ვერსია „მოსაწყენი“ იქნება. პირიქით, თიზერული ფოტოები საკმაოდ პერსპექტიულია.

ფოტოებში ჩანს, რომ ახალ მოდელში Ioniq 5-ის მსგავსი, Parametric Pixel დიზაინის თემაა გამოყენებული, უკანა სპოილერზე მესამე სამუხრუჭე შუქია დამონტაჟებული.

ფოტოებზე კუპეს მსგავსი სახურავი ჩანს, წარმოდგენილია წინა ბამპერის ნაწილიც. დადასტურებულია, რომ Ioniq 6-სს სარკეების ჩამანაცვლებელი გვერდითი კამერები ექნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2023 წლის Ioniq 6-ს ქარის წინააღმდეგობის შესამცირებლად კარის ელექტრონული სახელურები ექნება.

Ioniq სერიის მეორე გამორჩეული ავტომობილი სავარაუდოდ, გამოვა როგორც ერთი, ასევე ორმაგი ძრავით.

მას შესაბამისად ექნება rear ან/და all-wheel drive სისტემა. (მხოლოდ უკანა ან ყველა ამძრავი სისტემა).

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი 77,4 კვტ/სთ ბატარეის პაკეტს მიიღებს და მისი ყველაზე მძლავრი ვერსია 300 ცხენის ძალის გამომუშავბას შეძლებს.

სამხრეთ კორეული ბრენდი ავტომობილის სრულ სურათებს ამ კვირაში გამოავლენს თუმცა, ტიპური Hyundai / Kia / Genesis-ის სტილში ტექნიკური მახასიათებლების გასაგებად ცოტა მეტი ლოდინი მოგვიწევს.

Ioniq 6-ის პირველი საჯარო გამოსვლა 2022 წლის Busan Auto Show-ზე შედგება.

2023 წლიდან Hyundai თავის Ioniq პორტფოლიოს სრული ზომის, 3-რიგიანი ჯიპით გააფართოვებს. ისიც, Ioniq 5-ის და 6-ის მსგავსად E-GMP პლატფორმაზე განთავსდება.

Hyundai Ioniq 6

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია1957 წლის BMW 507 ავტოფარეხში 40 წლის განმავლობაში „იმალებოდა“
შემდეგი სტატიატესტი: რამდენად კარგად იცნობ Aston Martin-ს?