2023 წლის Ferrari Purosangue-ს დებიუტამდე ცოტა ხნით ადრე ჯიპის რენდერი გამოქვეყნდა

Ferrari Lamborghini-სა და Aston Martin-ის გეზს მიჰყვება და ბრენდის პირველი ჯიპის, Purosangue-ს გამოშვებას გეგმავს.

Sant’Agata Bolognese-ს და Gaydon-ის მოდელებისგან განსხვავებით Maranello’s სუპერ ჯიპი შეზღუდული წარმოებით გამოვა.

ამ სტრატეგიით, ავტომწარმოებელს სურს, რომ თავისი ჯიპი ისეთივე ექსკლუზიური იყოს, როგორც ბრენდის რიგებში არსებული სპორტული სუპერმანქანებია.

Purosangue-ს დებიუტი ოფიციალურად სექტემბერშია დაგეგმილი. იქამდე კი ჯიპის სპეკულაციური რენდერი გავრცელდა.

ფერარის ჯიპის რენდერი

ავტომობილის ვიზუალი იტალიაში, ტესტირების დროს დაფიქსირებული პროტოტიპების მიხედვით შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ Purosangue ტრადიციული ჯიპების მსგავსი არ იქნება, ამ დეტალს ბრენდი აქტიურად აღნიშნავს და ამბობს, რომ მოდელი “არავის მსგავსი” არ იქნება.

ფერარის პრიორიტეტი, როგორც ყოველთვის შესრულება იქნება. ასევე ეს ბრენდის პირველი, სერიული წარმოების ხუთკარიანი მანქანაა.

Bentley Bentayga-ს მსგავსად, Purosangue თორმეტცილინდრიანი ძრავით იკვებება, მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება.

დადასტურდა, რომ Ferrari V12 ძრავს მიიღებს, ხოლო ბრიტანულ მდიდრულ ჯიპს ორმაგი ტურბო W12 აქვს.

ფერარის არ დაუკონკრეტებია თუ რა ძალას მისცემს V12 ახალ ჯიპს. თუმცა, ანალოგიური ძრავი 812 Competizione-ში 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ივნისში, ფერარის კაპიტალის ბაზრის დღეს აღმასრულებელმა დირექტორმა ბენედეტო ვინიამ Purosangue აღწერა, როგორც „ყველასგან განსხვავებული სპორტული მანქანა“.

შეგახსენებთ, რომ Ferrari-მ თავისი ჯიპის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის სექტემბერში გაავრცელდა.

Ferrari Purosangue

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიამსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი (2022 წლის მონაცემები)
შემდეგი სტატიაLAMBORGHINI-ის პირველი OFF-ROAD სუპერმანქანა-HURACAN STERRATO