ავტომწარმოებლის თქმით Chevrolet Corvette Z06 კონკურენციას Audi R8-ს, Porsche 911 GT3-ს, Lamborghini Huracan Evo-ს და Ferrari F8 Tributo-ს გაუწევს

2023 წლის Chevrolet Corvette Z06-ის ფასებთან დაკავშირებული ინფორმაცია საბოლოოდ ცნობილია. 

კუპეს ფასი 106,395 დოლარიდან დაიწყება, კაბრიოლეტის კი- 113,895-დან.

Chevy 2023 წლის Corvette Z06-ს 3 მორთულობაში- 1LZ, 2LZ და 3LZ გამოუშვებს. სამივე ვერსია იქნება ხელმისაწვდომი კაბრიოლეტის შემთხვევაშიც.

ზემოაღნიშნული ფასები საწყისი დონის 1LZ მორთულობისთვისაა განკუთვნილი. უმაღლესი დონის 2LZ-ის ფასი საწყისი მოდელის ღირებულებაზე, დაახლოებით, 10 000 დოლარით მეტია.

შესაბამისად, კუპეს ფასი 115,595-დან დაიწყება, ხოლო კონვერტირებადი ვერსიის ფასი-122,595-დან.

უმაღლესი დონის 3LZ ვარიანტის ღირებულება კუპეს შემთხვევაში 120,245 დოლარიდან იწყება, ხოლო კაბტიოლეტის ფასი 127,245 დოლარამდე გაიზრდება.

შევროლეტი მორთულობის დონეების ბენეფიტებზე არ საუბრობს,  შესაბამისად ჯერ არ ვიცით რას ითვალისწინებს/მოიცავს თითოეული მათგანი.

ახალ Z06-ს 5.5 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი  623 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 2,6 წამს ანდომებს.

ავტომწარმოებელმა Z06-ის ხელმისაწვდომი ვარიანტების დამატებითი ღირებულებებიც გაამჟღავნა, მაგალითად:

Z07 Performance Package, დამატებით 8,995 დოლარი ეღირება, პაკეტი მოიცავს: Brembo-ს ნახშირბადკერამიკული მუხრუჭები, Michelin Pilot Cup 2R ZP საბურავები და FE7 სუსპენზია.

Visible Carbon Fiber ვარიანტი 10,495 დოლარი ღირს, ხოლო შეღებილი ნახშირბადი, დამატებით 8,495 ჯდება. ნახშირბადბოჭჯოვანი კომპონენტები გამოყენებულია-წინა სპლიტერზე  და სპოილერზე.

Chevrolet-ის თქმით, ახალი Z06 კონკურენციას ისეთ მოდელებს გაუწევს, როგორებიცაა-Audi R8-ს, Porsche 911 GT3-ს, Lamborghini Huracan Evo-ს და Ferrari F8 Tributo.

CHEVY CORVETTE Z06

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]