გავრცელებული ინფორმაცით all-wheel drive სისტემის მქონე 2023 წლის Cadillac Lyriq-ი დაახლოებით, 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

2023 წლის Cadillac Lyriq- შექმნილია იმისთვის, რომ იზრუნოს თქვენს კომფორტზე და საავტომობილო ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტი დაამკვიდროს.

ინსტაგრამზე Ask Me Anything ღონისძიების დროს Cadillac-მა სრულამძრავიანი Lyriq-ის საწყისი სპეციფიკაციები გაამჟღავნა.

all-wheel drive სისტემის მქონე Lyriq-ს 1588 კგ-მდე ბუქსირება შეუძლია და მისი კომბინირებული სიმძლავრე 500 ცხენის ძალას გაუტოლდება.

უკანა ამძრავ მოდელებთან შედარბით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ცნობისთვის, rear-wheel drive მოდელებს ერთი ელექტროძრავი აქვთ, რომელიც 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 440 ნიუტონ მეტრს უდრის.

Lyriq-ი კონკურენციას Audi e-tron-ს უწევს, ელექტრომობილს ორი ძრავი და სრულამძრავიანი სისტემა აქვს, ძრავების კომბინაცია 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი 664 ნიუტონ მეტრია.

Lyriq-ი მონაცემებით Jaguar I-Pace EV400-საც სჯობნის, ელექტრომობილი 394 ცხენის ძალას და 693 ნიუტონ მეტრს აერთიანებს.

ეს ის მცირე დეტალებია, რომლებიც ზემოაღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გახდა ცნობილი.

ჯერ კიდევ არაფერი ვიცით დიაპაზონისა და ფასის შესახებ. თუმცა, უკანაამძრავიანი ვარიანტის ფასი 59,990 დოლარიდან იწყება.

მას 100 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეის ნაკრები კვებავს. რაც შეეხება დიაპაზონს, ელექტრომობილს ერთჯერადი დატენვით 502 კმ-ის გავლა შეუძლია.

სწრაფი დატენვისას ბატარეას 122 კმ-ის დისტანციის ანაზღაურება სულ მცირე 10 წუთში შეუძლია.

ოთხ-კარიანი, ხუთ-ადგილიანი fastback-ტიპის Lyriq-ი, ვიზუალურად, თითქმის, იდენტურია იმ კონცეპტუალური მანქანის, რომელიც კადილაკმა საზოგადოებას 2020-წელს წარუდგინა.

ავტომობილის ვიზუალიზაციისას დასხივების სამგანზომილებიანი ტექნიკაა გამოყენებული, ამგვარ მეთოდს სიღრმისა და დეტალების გამოსაკვეთად მიმართავენ.

Cadillac Lyriq Debut Edition-ის მიწოდება ამ ზაფხულს იგეგმება. დამატებითი ვარიანტები მას შემოდგომაზე მოჰყვება.

PHOTO GALLERY: CadillacLyriq

Cadillac Lyriq

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაPorsche და Audi Formula 1-ის რიგებს 2026 წლიდან შეუერთდებიან
შემდეგი სტატიაBMW M4 CSL-ის დებიუტი 20 მაისს გაიმართება