დებიუტი 690 ცხენის ძალით. 2023 წლის Aston Martin V12 Vantage Roadster-ის სულ 249 ეგზემპლარი დამზადდება

ბატონებო, მიესალმეთ Aston Martin-ის V12 ძრავის მქონე შთამბეჭდავ Roadster-ს. ბრიტანულმა ბრენდმა თავის მომხმარებლებს Vantage Roadster-ი გაძლიერებული V12 ძრავით შესთავაზა.

სახელი უკვდავია, მის განსამტკიცებლად კი ავტომობილს დიდი ძალაც აქვს. მანქანა ისევ 5,2-ლიტრიან ტურბო კომპრესორის მქონე V12-ს იყენებს. კაბრიოლეტზე გადასვლამ მანქანის შესაძლებლობები არ შეცვალა.

ძრავი უკანა ხმარეს დამონტაჟებული რვა-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიის მეშვეობით კვლავ 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

როდსტერი 0-დან 90 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,5 წამს ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ს გაუტოლდება.

კონვერტირებადი სახურავის გარდა V12 Vantage Roadster-ზე ასტონ მარტინმა სხვა მცირე დეტალებიც შეცვალა, თუმცა, ავტომწარმოებელი ამომწურავ ინფორმაციას ჯერ არ გვაწვდის.

კორპუსის წინა პანელები და გვერდითი ზღურბლები ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული. უკანა მხარეს საბარგულის სახურავი და ფასცია მსუბუქი კომპოზიტური მასალისგანაა შექმნილი.

ავტომობილს 21-ინჩიანი ბორბლები და Michelin Pilot Sport 4S საბურავები აქვს. როდსტერს მტკიცე კერამიკული მუხრუჭები აჩერებენ.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ Aston Martin V12 Vantage Roadster-ს V12 Vantage Coupe-ს მსგავსი პოტენციალი და დინამიკა ჰქონოდა. პლუს ამას როდსტერის დიზაინი და კონვერტირებადი სახურავი მომხმარებლებში დამატებით აღფრთოვანებას იწვევს.“- Aston Martin-ის ტექნიკური დირექტორი, რობერტო ფედელი.

როგორც ავტომწარმოებელი ამბობს Aston Martin V12 Vantage Roadster-ი მათი ყველაზე ენთუზიასტი და გემოვნებიანი მომხმარებლებისთვის შეიქმნა.

სამწუხაროდ ასეთ სილამაზეს და განსაცვიფრებელ შესაძლებლობებს მხოლოდ 249 იღბლიანი ენთუზიასტი ეზიარება. (აქვე: ყველა მოდელი უკვე გაყიდულია.)

იღბლიანი და ექსკლუზიური მომხმარებლებისთვის მოდელების წარმოება 2022 წლის მესამე კვარტალში დაიწყება, რაც შეეხება მიწოდებას, ის წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

V12 Vantage Roadster

Aston Martin V12 Vantage Roadster

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიამსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტოპარკი: რამზან კადიროვის მანქანები
შემდეგი სტატიაყველაზე სწრაფი როდსტერი? Bugatti-მ ახალი, 1577 ცხენის ძალის მქონე საოცრება, Mistral-ი წარადგინა