მთავარი სიახლეები TOYOTA 2023 Toyota Corolla-ჰიბრიდული დებიუტი და ახალი ტექნიკა

2023 Toyota Corolla-ჰიბრიდული დებიუტი და ახალი ტექნიკა

41

კომპაქტური ჰიბრიდული ქროსოვერი Toyota Corolla მომხმარებლებს მეტ ეფექტურობას და განახლებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ჰპირდება

კომპაქტური ქროსოვერის Toyota Corolla-ს მოყვარულებს ავტომწარმოებელი დამატებით ბენეფიტს სთავაზობს.

მეტი ეფექტურობა! ბრენდი 2023 წლის ხაზში Corolla Cross Hybrid-ს ამატებს და მსოფლიოს Toyota-ს უფრო ეფექტურ მეხუთე თაობის ჰიბრიდულ სისტემას პირველად აცნობს.

სტანდარტული all-wheel drive სისტემით ის სხვა მოდელებთან ერთად არჩევითი იქნება. ახალ მოდელს 194 ცხენის ძალის მქონე ელექტრიფიცირებული ოთხცილინდრიანი ძრავი ამუშავებს.

ეს მაჩვენებელი სტანდარტულ არაჰიბრიდულ მოდელთან შედარებით 25 ცხენის ძალითაა გაუმჯობესებული.

ჰიბრიდული მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 8 წამს ანდომებს, ეს შედეგიც სტანდარტულ, წვის ძრავზე მომუშავე მოდელთან შედარებით1 წამით ნაკლებია.

ქროსოვერის ვიზუალში მცირე ცვლილებები განხორციელდა. ახლა მომხმარებლებს 5 განსხვავებული მორთვის არჩევა შეუძლიათ-LE, XLE, S, SE და XSE.

Corolla Cross Hybrid XSE

წინა ოთხი ვარიანტი სალონში სტანდარტული ქსოვილის სავარძლებს მოიცავს, ხოლო მაღალი კლასის XSE პრემიუმ კლასის ხელოვნური ტყავითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება ფერებს- ხალი თაობისთვის შავ სახურავთან 4 ელფერის შეხამებაა შესაძლებელი, ესენია-Sonic Silver, Barcelona Red, Blue Crush და Acidic Blast (ეს ფოტოზე წარმოდგენლი ვარიანტია).

ელექტრიფიცირებულ ძრავასთან ერთად,  Corolla Cross Hybrid-ი Toyota-ს ახალ და გაუმჯობესებულ საინფორმაციო გასართობ სისტემას იყენებს.

განახლებული მახასიათებლები

სტანდარტული 8.0 -ინჩიანი  სენსორული ეკრანი უსადენო Apple CarPlay და Android Auto კავშირით, ასევე 4G wi-fi-თ არის აღჭურვილი.

2023 წლის Toyota Corolla Cross Hybrid-ის ფასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. თუმცა, დიდი ალბათობით, ის სტანდარტულ მოდელებზე ძვირი ეღირება.

2022 წლის Corolla Cross-ის ღირებულება 23,660- აშშ დოლარიდან იწყება. ამის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდული მოდელი, მისი განახლებული ტექნიკური და უსაფრთხოების კომპლექტით, დაახლოებით 25,000 დოლარი ეღირება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Toyota Corolla

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]