და აი ისიც, 2023 Honda Civic Type R-ის დებიუტი საბოლოოდ შედგა, ავტომწარმოებელი მექანიკურ განახლებებს  და გაუმჯობესებულ აეროდინამიკას გვთავაზობს

ახალი ჰეჩბექი Honda Civic Type R-ის დებიუტი საბოლოოდ შედგა, ის მოდელის ყველაზე მძლავრი ვარიანტი იქნება.

ჰონდას ახალი მოდელი საზოგადოებას მექანიკურ განახლებებსა და გაუმჯობესებულ აეროდინამიკას სთავაზობს.

მოდელის სიმძლავრის შესახებ უამრავი სპეკულაციის შემდეგ გაირკვა, რომ ახალ Type R-ს 2.0-ლიტრიანი ტურბო 17YM ძრავი და ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ამოძრავებს.

Honda ამბობს, რომ ახალი ძრავი, რომელსაც განახლებული ტურბო კომპრესორი და კომპაქტური კორპუსი აქვს ჯერ-ჯერობით უძლიერესი VTEC ტურბოა, რომელიც Type R-ის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო და ამავდროულად ეფექტურია.

განახლდა მუხრუჭებიც, ცვლილება ტემპერატურის კონტროლის და ჰაერის გაგრილების გაძლიერებამ განაპირობა.

იაპონურმა ბრენდმა მუშაობის დეტალური სტატისტიკა ჯერ არ გამოაქვეყნა, თუმცა ამტკიცებს, რომ ახალ Type R-ს სიმძლავრე-წონის გაუმჯობესებული თანაფარდობა ექნება.

წინა მოდელი 316 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მისი წონა 1380 კგ-ს უტოლდებოდა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5,8 წამს ანდომებდა, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 272 კმ/სთ-ს აღწევდა.

ამის გათვალისწინებით ჩანაცვლება, დიდი ალბათობით, საკმაოდ დახვეწილ გაუმჯობესებას შემოგვთავაზებს.

2023 Honda CivicType R

ახალი მოდელის ინტერიერის განახლებები ახლახან გამოვლენილი Civic e:HEV-ის მსგავსია. სალონში 10,2-ინჩიანი სენსორული ეკრანი, შეკვეთილი ციფრული კაბინა, წითელი მორთულობა და წითელი სპორტული სავარძლებია.

ძველი Type R-ის ექსტერიერის დიზაინი ბევრად უფრო „დრამატული“ იყო, ვიდრე ახალი ვერსიისა. უკანა ნაწილს დიდი სპოილერი ისევ ამშვენებს. ავტომობილზე მსუბუქი, 19-ინჩიანი ალუმინის დისკები და Michelin Pilot Sport 4S საბურავებია გამოყენებული.

დიზაინის სხვა მახასიათებლები მოიცავს დიდ წინა ცხაურს და წინა ბამპერზე დამატებულ ჰაერგამტარ ხვრელებს.

აწყობის პროცესში Honda ახალი Type R-ის გაუმჯობესებულ წარმადობას უსვამდა ხაზს.

ავტომობილმა იაპონიის 3.5კმ სიგრძის სუზუკას წრეს 2 წუთსა და 23.120 წამში შემოუარა და წინა ამძრავიან მანქანებში ახალი რეკორდი დაამყარა.

„განსაკუთრებული წინსვლისა და მოტოსპორტიდან მიღებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ წინა მოდელის მსუბუქი ვერსიის შესაძლებლობებსაც კი გადავაჭარბეთ.“-ჰონდა

Honda-ს მოდელის ფასი ჯერ არ გაუმჟღავნებია მაგრამ განაცხადა, რომ ახალი Type R გაყიდვაში 2023 წელს გამოვა, მიწოდება კი წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

Honda Civic Type R

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაTesla Model 3-ის სახელის წარმოშობა და საინტერესო ფაქტები
შემდეგი სტატიამსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი (2022 წლის მონაცემები)