2023 Ford F-150 Lightning -ის საბაზისო ფასმა 7,100 დოლარით მოიმატა და ახლა მისი ღირებულება 48,769 დოლარია
2023 Ford F-150 Lightning-ის საბაზისო მოდელის ფასი 7,100 დოლარით გაიზარდა, ახლა პერსონალური მორთულობის დონე 48,769 დოლარიდან იწყება.
2023 წლისთვის სტანდარტული ბატარეის მქონე მოდელებისთვის გაიზრდება დიაპაზონიც.
Ford-მა ახალი F-150 Lightning-ის ხაზის ფასი დონეების მიხედვით გაწერა. ავტომწარმოებელი ფასის ცვლილებას განმარტავს და ამბობს, რომ ზრდა მატერიალური ხარჯების მნიშვნელოვანმა მატებამ და სხვა რიგმა ფაქტორებმა გამოიწვია.
თუმცა, მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ ჯავშანი და სასურველი სპეციფიკაციას ელიან, გაზრდილი ფასის გადახდა არ მოუწევთ.
„მიწოდების მოლოდინში მყოფ მომხმარებლებზე ფასების კორექტირება არ იმოქმედებს”.-მარინ ჯაჯა ფორდის Model E განყოფილების მომხმარებელთა მთავარი ოფიცერი.
ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი 2022 და 2023 წლის მოდელების ფასების შედარებაა:
მოდელი | 2023 წლის მოდელის ღირებულება | 2022 წლის მოდელის ღირებულება |
Pro | $48,769 | $41,669 |
XLT | $61,269 | $54,669 |
XLT High | $70,269 | – |
XLT High Extended Range | $82,769 | $74,169 |
Lariat | $76,269 | $69,169 |
Lariat Extended Range | $87,749 | $79,169 |
Platinum Extended Range | $98,699 | $92,569 |
F-150 Lightning-ს სტანდარტული დიაპაზონის ბატარეით ახლა, სავარაუდოდ, 386 კილომეტრიანი დიაპაზონი ექნება. (წინა მოდელის დიაპაზონი 370 კმ-ს უტოლდებოდა).
მომხმარებლებს, რომლებსაც გაუმჯობესებული მოდელის მიღება სურთ შეკვეთა ხუთშაბათს, 11 აგვისტოს უნდა განათავსონ. ამ მანქანების წარმოება შემოდგომიდან დაიწყება.
2023 F-150 Lightning-ში შეიცვალა და გაუმჯობესდა სისტემები და ტექნოლოგიები. შეიცვალა ფერის პარამეტრებიც, ახალი არჩევანი Avalanche Grey და Azure Grey ტონალობებს მოიცავს.
მომხმარებლებს Atlas Blue, Ice Blue Silver და Smoked Quartz Metallic-ის არჩევა აღარ შეეძლებათ.
2022Ford F-150 Lightning







