ახალი ელექტრო ფურგონის Ford E-Transit Custom-ის წარმოება მომავალ წელს თურქეთში დაიწყება. ავტომობილი 380 კმ-იან დიაპაზონს გვთავაზობს.

2023 Ford E-Transit Custom-ის წარდგენა ავტომწარმოებლის მხრიდან მათი ელექტრული მომავლისკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

დასახელებული, როგორც „ევროპის ყველაზე გაყიდვადი ფურგონის სრულად ელექტრო მემკვიდრე“ E-Transit Custom-ი თავისი სეგმენტის ლიდერია.

შიდა წვის ძრავზე მომუშავე Transit Custom-თან შედარებით წინა მხარედ უდიდესი ცვლილებები განხორციელდა.

განახლებული ექსტერიერი

თამამი დიზაინი ჩვენს ყურადღებას მყისიერად იპყრობს. ფურგონს ექსპრესიული სახე აქვს, მის დახრილ ცხაურს LED განათების ფარები მანათობელი ზოლით უერთდება და ერთიან, შეკრულ იერს ქმნის.

ცხაურს დახვეწილი ბამპერი და წინა დამტენი პორტი უერთდება, ცხაურის მარცხენა მხარეს E ემბლემაა გრავირებული.

ფარების ახალი გრაფიკა ასახულია უკანა მხარესაც. იქ “E Transit” და “Custom” სამკერდე ნიშნებია დატანილი.

გვერდითი პროფილი

2023 Ford E-Transit Custom- ელექტრო ფურგონი 380კმ-იანი დიაპაზონით
შესამჩნევია დიდი ბორბლების ბაზა და საბურავების გამოკვეთილი თაღები.

ფურგონის კორპუსის დანარჩენი ნაწილი, ძირითადად ჩვეულებრივია, თუმცა გვერდებზე დახვეწილი, გული მოსახვევები მიუყვება. შესამჩნევია დიდი ბორბლების ბაზა და საბურავების გამოკვეთილი თაღები.

Ford-ი ტექნიკურ მახასიათებელს არ ამხელს, მხოლოდ აღნიშნავს, რომ E-Transit Custom-ს 380 კილომენტრიანი მანძილის დაფარვა შეუძლია. (აღსანიშნავია, რომ დიაპაზონის მაჩვენებელი საბოლოო არ არის).

მას ასევე DC სწრაფი დატენვის და ბუქსირების შესაძლებლობა ექნება. ის F-150 Lightning-ის მსგავსად ProPower Onboard ტექნოლოგიას გამოიყენებს.

დამატებითი დეტალები სექტემბერში გახდება ცნობილი. Autocar-ის ცნობით, Ford Pro E-Transit Custom-ის გაყიდვას E-Transit-ის მსგავსი ძრავებით გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ელექტროძრავები 181 და 265 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.

ორივე მათგარი უკანა ღერძზეა განლაგებული და მათი ბრუნვის მომენტი 431 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 7 წამზე ნაკლები სჭირდება,ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 137 კმ/სთ-ს უდრის.

როგორც უკვე აღვნიშნე ფურგონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სექტემბერში გავიგებთ, ხოლო მისი წარმოება 2023 წლის მეორე ნახევარში, თურქეთში დაიწყება.

2023 E-Transit Custom

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ford E-Transit Custom

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]