მთავარი სიახლეები 2023 Ford Bronco DR V8 ძრავით მომუშავე Baja Monster-ი

2023 Ford Bronco DR V8 ძრავით მომუშავე Baja Monster-ი

74

2023 Ford Bronco Desert Racer 250 000 აშშ დოლარის ღირებულების შეზღუდული გამოცემა 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით

დაპირებისამებრ, Ford-მა ყველაზე ველური Bronco წარადგინა. ავტომობილი შეზღუდული გამოცემით, 50 ეგზემპლარად გამოვა, აღსანიშნავია, რომ ის გზის ლეგალური მანქანა არ იქნება, მაგრამ ვის სჭირდება გზები?

უდაბნოს მონსტრი

2023 Ford Bronco DR V8 ძრავით მომუშავე Baja Monster-ი

ავტომობილი ტრადიციული საგზაო მოდელებისგან  მნიშვნელოვანი განახლებებით განსხვავდება. მაგალითად, DR Ford-ის ცნობილი- „Coyote“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვა, რომელიც, ავტომწარმოებლის თქმით, 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ასევე განახლდა Bronco-ს ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის „Off-Road“ სისტემა და დაემატა DSSV ამორტიზატორები. დამონტაჟდა 17-ინჩიანი ბორბლები, რომელიც 37-ინჩიანი, BFGoodrich Mud-Terrain T/A KM3 ყველა სეზონის საბურავებითაა გარშემორტყმული.

როგორც ამბობენ, საბურავები უზრუნველყოფენ შთამბეჭდავ გაწევას, როგორც კლდეზე, ასევე გლუვ ზედაპირებზე.

შთამბეჭდავი ვიზუალი

2023 Ford Bronco DR V8 ძრავით მომუშავე Baja Monster-ი

ზემოხსენებულ Coyote V8-თან ერთად 10R80 ტრანსმისია და Ford F-150-ის გადაცემათა კოლოფია. სიმძლავრე ელექტრონულად ჩაკეტილი წინა და უკანა დიფერენციალებით 4.70:1-თან თანაფარდობით იგზავნება.

შენარჩუნებულია საგზაო მანქანის მუხრუჭები, თუმცა Bronco DR სპორტულ, განახლებულ  ხუნდებს იყენებს.

ავტომობილის კორპუსი აღჭურვილია მინაბოჭკოვანი პანელებით. მას მილისებური, ლითონის წინა ბამპერი და მართკუთხა ცხაური აქვს. სპეციალური სარბოლო მორთულობის მქონე Bronco DR ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.

ენთუზიასტების “სათამაშო”

2023 Ford Bronco DR V8 ძრავით მომუშავე Baja Monster-ი

„Bronco DR ჩვენი უკანასკლენი off-road სარბოლო ჯიპია, ის შექმნილია იმისთვის, რომ ენთუზიასტები უდაბნოს გაუვალ გზებს შეაჭიდოს“. ჰაუ ტაი-ტანგ- Ford-ის ოპერაციების ოფიცერი.

ბრონკოს განახლებაში ავტომწარმოებელს Multimatic-ი დაეხმარა. Ford Performance-სა და Multimatic-ის  თანამშრომლობა 1969 წლიდან იწყება, მათი ახალი პროექტი კი Bronco-ს უდაბნოში რბოლის მდიდარი მემკვიდრეობის გაგრძელებაა.

უგზო-უკლობა ფორდისეულად

როგორ უკვე აღვნიშნე ავტომობილი 2023 წლიდან გაიყიდება. Ford-მა დაადასტურა, რომ Bronco DR-ის 50 ნიმუში კერძო მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

წარმოებას  ზემოხსენებული Multimatic განახორციელებს და თითოეული ერთეული, სავარაუდოდ, 200,000 აშშ დოლარის დიაპაზონში ეღირება.

GALLERY: 2023 Ford Bronco DR

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ford Bronco

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]