2023 Ferrari Purosangue-ის დებიუტი ოთხი კარით, ოთხი ადგილით და V12-ით

დიდი ლოდინის შემდეგ Ferrari-მ თავისი პირველი ოთხკარიანი ავტომობილი წარადგინა. Purosangue-დ წოდებული მანქანა, ფერარის შთამბეჭდავი მოდელების ხაზს შეუერთდება.

ისტორიული პასაჟი

მიუხედავად იმისა, რომ Ferrari-ს 2+2 მანქანის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება, საწარმოო სახე მხოლოდ Purosangue-მ მიიღო.

პირველი 4-კარიანი მოდელი Pininfarina-ს შექმნილი კონცეფცია იყო სახელწოდებით-Pinin. გავრცელებული ინფორმაციით ენცო ფერარის ეს კონცეფცია მოსწონდა, თუმცა მის წარმოებაში ჩაშვებას ხელი არ მოაწერა.

დებიუტანტი

Ferrari თავის ახალ ოთხკარიან ქმნილებას ჯიპს არ უწოდებს, თუმცა მისი ფუნქციების და პროპორციების გათვალისწინებით ის სწორედაც რომ ამ სეგმენტისთვისაა ზედგამოჭრილი.

ამ სეგმენტის ლიდერი წარმომადგენლები ისეთი ავტომწარმოებლები არიან, როგორებიცაა- Aston Martin, Lamborghini და Porsche.

ზომები და მახასიათებლები

Purosangue სიგრძით 4,9 მეტრია, სიგანით-2, სიმაღლე კი- 1,5 მეტრს უტოლდება. (აქვე- Lamborghini Urus-ის ზომები: სიგრძე- 5,1 მეტრი, სიგანე- 2 მეტრი, სიმაღლე- 1,6 მეტრი).

მიწიდან დაშორება (კლირენსი) 185 მმ-ია, ეს მაჩვენებელი კი მას ჯიპების ტერიტორიაზე აყენებს.

Ferrari-მ თავისი ძვირფასი მემკვიდრეობა დაიცვა და Purosangue-ს შემთხვევაშიც პატივცემული V12 გამოიყენა.

დღეს ბაზარზე არსებულ ჯიპებს შორის ის ყველაზე მძლავრია. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 715 ცხენის ძალას უტოლდება.

როგორც ფერარი ამბობს- Purosangue “ნამდვილი სპორტული მანქანაა”. მისი საორიენტაციო სპრინტი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3,3 წამია. 200 კმ/სთ-მდე კი- 10,6 წამი.

Purosangue-ის ახალი პლატფორმა, ფერარის თქმით, V12 ძრავისთვის ნულიდან შეიქმნა თუმცა, სხვა ძრავების ადაპტირებაც არ იქნება რთული.

პლატფორმა ალუმინის შენადნობისგან შედგება, მანქანის სახურავი კი წონისა და სიმძიმის ცენტრის შენარჩუნების მიზნით- ნახშირბადის ბოჭკოსგან.

Purosangue-ის განსხვავებული ფორმა Ferrari-ს აეროდინამიკის გუნდისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა.

ავტომობილის კაბინა SF90 Stradale-ს ინტერიერის მსგავსია. სრული ზომის რეგულირებადი უკანა სავარძლები და მოცულობითი საბარგული ფერარის მანქანებისთვის უჩვეულოა.

მანქანაში Android Auto  და Apple CarPlay სისტემებია გამოყენებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიპები ახლა კონკურენტი ფირმების გაყიდვების მოცულობის დიდ ნაწილს იკავებენ, ფერარი იმედოვნებს, რომ Purosangue თავის ექსკლუზიურობას შეინარჩუნებს და ბრენდის მთლიანი გაყიდვების 20%-ს არ გადააჭარბებს.

Purosangue-ის საწყისი ფასი სავარაუდოდ 400 000 დოლარი იქნება.

Ferrari Purosangue

Ferrari Purosangue

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიატოპ-10 საუკეთესო ჯიპი (2022-23 წლის Off-road მოდელები)
შემდეგი სტატიაახალი Ford Mustang 2023: კიდევ უფრო მძლავრი და ტექნოლოგიური, მაგრამ მაინც შიდა წვის ძრავით