Aston Martin V12 Vantage-ს საზოგადოება 16 მარტს იხილავს, უახლესი თიზერი თარიღის გარდა ბევრს არაფერს გვიმხელს

Aston Martin-ი V12 Vantage-ის თიზერებს თვეების განმავლობაში აქვეყნებდა, ახლა კი, როგორც ჩანს, ეს გაცნობით-დამაინტრიგებელი კამპანია დასასრულს მიუახლოვდა.

ასტონ მარტინის “ტვიტი”

კომპანიამ დაადასტურა, რომ საზოგადოება მოდელს 16 მარტს იხილავს. უახლესი თიზერი თარიღის გარდა ბევრ რამეს არ ამჟღავნებს.

თუმცა, წინა მიმოხილვებმა აჩვენა, რომ მოდელს კლასიკური ცხაური და მკვეთრი წინა სპლიტერი ექნება.

V12 Vantage-ის ჯაშუშური ფოტოები

ჯაშუშურ ფოტოებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილს ახალი ძრავის განყოფილების ხუფი ე.წ კაპოტი და უნიკალური, საჰაეროებით აღჭურვილი წინა ბამპერი ექნება.

უკანა ნაწილი საკმაოდ ევოლუციურია, V12 Vantage-ს მასიური ფრთა ექნება. ვარაუდობენ, რომ მოდელი ახალი გამოსაბოლქვი სისტემით აღიჭურვება.

საავტომობილო სამყაროში სპორტულ ტუნინგს, მსუბუქ ბორბლებს და მაღალი ხარისხის სამუხრუჭე სისტემას ელოდებიან.

ასტონ მარტინი სპეციფიკაზე ბევრს არ საუბრობს. ბრენდი აღნიშნავს, რომ ეს მოდელი “ეპოქის დასასრულის“ გამოხატულება და „შთამომავლობის საბოლოო შთამომავალი“ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ V12 Vantage-ის “დასასრულის დასაწყისი” საკმაოდ გულდასაწყვეტი მოვლენაა, მოდელი საკმაოდ ეფექტურად და შთამბეჭდავად წარდგება საზოგადოების წინაშე.

ტყუპი ტურბო, 5.2-ლიტრიანი V12 ძრავი

ზუსტ დეტალებს მომავალ კვირას გავიგებთ, თუმცა, მოდელს კომპანიის კარგად ნაცნობი, ტყუპი ტურბო, 5.2 ლიტრიანი V12 ძრავი ექნება.

ძრავი DB11-ში 630 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი ბრუნივის მომენტი 700 ნიუტონ მეტრს უდრის.

DBS Superleggera ამ კონკრეტული ძრავით  715 ცხენის ძალას აწარმოებს და მისი ბრუნვის მომენტი 900 ნ/მ-ს უტოლდება.

მოსალოდნელია, რომ V12 Vantage-ის მახასიათებლები, სავარაუდოს, ზემოაღნიშულ მონაცემებს შორის იქნება.

ალბათ, იმის წარმოდგენაში, თუ რას უნდა ველოდოთ ახალი მოდელისგან, ყველაზე უკეთ მაინც V12 Speedster-ი დაგვეხმარება.

Vantage-ზე დაფუძნებული შეზღუდული გამოცემა 690 ცხენის ძალას და 753 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა, ეს მაჩვენებლები კი ავტომობილს 0-დან 100-კმ/სთ-მდე 3,5 წამში აჩქარების საშუალებას აძლევდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, დამატებით დეტალებს 16 მარტს, ავტომობილის დებიუტის დღეს შევიტყობთ.

Aston Martin V12 Vantage

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიარუსეთ-უკრაინის ომი პანდემიაზე უარეს გავლენას მოახდენს საავტომობილო ინდუსტრიაზე-VW-ის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაID. Buzz- VW-ის საკულტო „ავტობუსის“ ელექტრულ სამყაროში რეინკარნაცია