2022 წლის Subaru Forester Wilderness- საინტერესო კოსმეტიკური და მექანიკური განახლებები თავგადასავლების მაძიებელთათვის

2022 წლის სრულიად ახალი Subaru Forester Wilderness-ის გამოშვებით, ბრენდი ფორესტერის ყველგანმავლობის შესაძლებლობების განვითარებას უსვამს ხაზს.

ახალი მოდელი გამავლობის განახლებული სპეციფიკითაა წარმოდგენილი, ესენია- „all-wheel drive“ სისტემა, აღმართზე ასვლის წამყვანი სისტემა და გაზრდილი კლირენსი.

კომპაქტური ზომის ყველგანმავალი

Forester Wilderness
დომინირებს მუქი დეტალები, მქრქალი შავი დისკები და ყველგანმავალი საბურავები

გარედან ავტომობილმა უფრო უხეში იერი მიიღო- დომინირებს მუქი დეტალები, მქრქალი შავი დისკები და ყველგანმავალი საბურავები. როგორც ბრენდი აცხადებს, ახალი Forester Wilderness საკმაოდ გამძლე და „უნარიანი“ ავტომობილი იქნება.

EyeSight Driver Assist ტექნოლოგიის წყალობით, ის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია, მისი უნიკალური და ფუნქციონალური ინტერიერისა და ექსტერიერის დამსახურებით კი 2022 წლის Wilderness-ი ყველაზე „მკაცრ“ Forester-ად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

2022 Wilderness-ი შეიქმნა, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილი, თუმცა მისი ფუნქციური და მექანიკური განახლებები მიუვალი და უგზო-უკლო ადგილებისთვისაა განკუთვნილი.

მკაცრი ექსტერიერი

Forester Wilderness
განახლება შეეხო საბურავის თაღებსაც, ისინი უფრო ამაღლდა და გამოიკვეთა.

როგორც უკვე აღვნიშნე ახალი ქროსოვერის ექსტერიერში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, კერძოდ-მას ექვსკუთხა, უხეში ფორმის ცხაური აქვს, რომელზეც ბრენდის ემბლემაა დატანილი, გვერდებზე კი უნიკალური, ექვსკუთხა LED ნათება აქვს. განახლება შეეხო საბურავის თაღებსაც, ისინი უფრო ამაღლდა და გამოიკვეთა.

განახლდა შასი და საკიდარი. Subaru-მ მათ ამორტიზატორები და გრძელი ზამბარები დაამატა. გაიზარდა კლირენსის სიგრძეც, ამის შედეგად 2022 წლის Forester Wilderness-ი მიწიდან 9.2 ინჩის სიმაღლეზე დგას.

მკაცრი, მძლავრი და ეფექტური შესრულება

Forester Wilderness
ავტომობილს 2.5-ლიტრიანი ძრავი აქვს, რომელიც 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

ავტომობილი ექსკლუზიურ 17-ინჩიან მქრქალ შავ დისკებზე დგას, რომელსაც Yokohama Geolandar-ის ყველგანმავალი საბურავები აკრავს გარსს. ყველა ეს ცვლილება, ახალ პატარა ზომის ქროსოვერს ძალზედ ქმედუნარიან „ოფროუდერად“ აქცევს.

Wilderness-ს, Forester-ის ტრადიციული, 2.5-ლიტრიანი ძრავი აქვს, რომელიც 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. (ახალ მოდელში გადაიხედა ამძრავის საბოლოო კოეფიციენტები და შეიცვალა ინდივიდუალური გადაცემათა კოლოფი. ტრანსმისიის შეცვლის შედეგად, Wilderness-ს 1,360 კგ-ს ბუქსირება შეუძლია, ეს მაჩვენებელი კი სტანდარტული ფორესტერის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.

“მდიდრული” და ფუნქციური ინტერიერი

Forester Wilderness
აქცენტი სპილენძისფერ დეტალებზე კეთდება

რაც შეეხება ინტერიერს, აქ აქცენტი სპილენძისფერ დეტალებზე კეთდება. StarTex-ის წყალგაუმტარი მასალის ზედაპირის მქონე სავარძლები საკმაოდ კომფორტულია, დამონტაჟებულია გათბობის სისტემაც. იატაკის ხალიჩები ამინდის ყველანაირ პირობებში საკმაოდ გამძლეა.

Subaru-ს EyeSight მართვის მოწინავე დამხმარე კომპლექტი სტანდარტულია და მოიცავს შეჯახებამდე დამუხრუჭებას, ბრმა წერტილების მონიტორინგს და უკანა გამაფრთხილებელს.

ავტომობილში შეხვდებით Starlink-ის ინფო-გასართობ სისტემას და ნავიგაციას. Android Auto და Apple CarPlay სტანდარტულია ყველა მოდელისთვის.

რაც შეეხება ღირებულებას, Forester Wilderness-ის ფასი 33,945- აშშ დოლარიდან იწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Forester Wilderness

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]