Taycan-ის პოპულარობის ზრდის უკუპროპორციული აღმოჩნდა Panamera-ს გაყიდვები, პორშემ გეგმა B აამოქმედა

Porsche Panamera-ს მიმდინარე ვერსიის მომავალი, მისი გაყიდვებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ბუნდოვანია. ბრენდის ორიგინალური ოთხკარიანი სედანის გაყიდვები შემცირდა.

გაყიდვების შემცირებას Star Award-ის მფლობელი Taycan-ის მზარდ პოპულარობას უკავშირებენ.

ოქტომბრის სტატისტიკით Taycan-ი ხაზის გაყიდვების ლიდერია. Porsche-მ თავისი თილისმა არ გაწირა და გეგმა B აამოქმედა.

Porsche Panamera Platinum Edition- გეგმა B

Panamera
2022 წლის Platinum Edition-ი სედანის მდიდრული ვარიანტია

2022 წლის Platinum Edition-ი სედანის მდიდრული ვარიანტია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ.

Porsche ახალი მოდელის ღირებულებას არ ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით Platinum Edition-ს ოჯახის სამი ყველაზე ხელმისაწვდომი წევრი: Panamera, Panamera 4 და Panamera 4 E-Hybrid და ასევე Sport Turismo და ბორბლების გრძელბაზიანი ე.წ Executive მოდელები მოირგებენ.

სტანდარტული ფასების გათვალისწინებით და თითოეული ვერსიის აღწერით, ზოგადი წარმოდგენა  შეგვექმნება იმაზე თუ რამდენად „დაზოგავს“Platinum Edition-ი მყიდველებს.

21-ინჩიანი ექსკლუზიური დიზაინის დისკები

Panamera
ფერები წარმოდგენილია, როგორც პრიალა, ასევე მეტალის ჩრდილების სახით. 

ყველა მოდელს სტანდარტულად 21-ინჩიანი ექსკლუზიური დიზაინის პლატინის საღებავით შეფერილი სპორტული დისკები აქვს.

ფერთა პალიტრა 2-დან(თეთრი და შავი) 13-მდე იზრდება. ფერები წარმოდგენილია, როგორც პრიალა, ასევე მეტალის ჩრდილების სახით. 

Matrix LED ფარები Porsche Dynamic Lighting-ით და ავტომატური კაშკაშა ნათებით ყველა მოდელზე სტანდარტულია.

დახვეწილი მექანიზმები

Panamera
კარის ზღურბლზე წარწერა Platinum Edition-ია დატანილი

კარების გაღება დახურვის დროს იგრძნობა თუ რამდენად რბილი მექანიზმია გამოყენებული. კიდევ ერთხელ გავხსნათ დახურული კარები და ახლა ინტერიერს დავაკვირდეთ, კარის ზღურბლზე წარწერა Platinum Edition-ია დატანილი.

გემოვნებით გაწყობილი მაღალფუნქციონალური ინტერიერი

Panamera
შავი ფერის სალონი ალუმინის დეტალებითაა გაწყობილი

შავი ფერის სალონი ალუმინის დეტალებითაა გაწყობილი. სავარძლების რეგულირების სისტემა, ასევე გათბობა და ვენტილაცია სტანდარტულია წინა და უკანა სავარძლებისთვის. ავტომობილში გამოყენებული იქნება Bose surround sound აუდიოსისტემა.

Panamera და Panamera 4 მოდელები 325 ცხენის ძალის მქონე 2.9-ლიტრიანი V-6 ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რაც შეეხება 4 E-Hybrid-ს ის 455 ცხენის ძალას გაძლიერებული V-6-ის მეშვეობით იღებს.

2022 წლის Porsche Panamera Platinum Edition-ის ფასი საბაზისო მოდელის შემთხვევაში 103,250 დოლარიდან იწყება, ეს კი სტანდარტული მოდელის საბაზისო ფასზე 14,500 დოლარით მეტია.

4S-ის შემთხვევაში Platinum Edition-ის ღირებულება 107,350 დოლარს შეადგენს, 4 E-Hybrid-ის შემთხვევაში კი- 116,550 დოლარს.

Porsche ახალი მორთულობის ვარიანტების გამოშვებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Panamera

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]