როგორც ცნობილია  Formula 1 რუსეთში აღარ ჩატარდება, გადაწყვეტილება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება

რუსეთის გრან პრი Formula 1-ის 2022 წლის კალენდრიდან უკვე ამოიღეს. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას უკავშირდება.

ცნობილი გახდა, რომ 25 სექტემბერს ჩასატარებელ გრან პრისთან დაკავშირებით კითხვები დაისვა.

თუმცა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ საომარი მოქმედებები დაიწყო, ფორმულა 1-ის მძღოლების მოწოდებით დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდება.

FIA-ს განცხადებაში ნათქვამია :

„ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტუმრობს ქვეყნებს, ღონისძიების მიზანი პოზიტიური განწყობის შექმნა და ხალხის ერთი ინტერესით გაერთიანებაა“.

ფედერაციაში ამბობენ, რომ ისინი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ და მომხდარით შეშფოთებულები არიან:

„ჩვენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მწუხარებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, იმედი გვაქვს, რომ არსებული სიტუაცია სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდება“.

ხუთშაბათს საღამოს ფორმულა 1-ში, FIA-მ და გუნდებმა არსებული სიტუაცია მიმოიხილეს და ერთ საერთო დასკვნამდე მივიდნენ- არსებულ ვითარებაში რუსეთის გრან პრის ჩატარება შეუძლებელია.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა რუსეთის გრან პრიზე მონაწიოებაზე უარი თქვა:

„ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში რბოლა არასწორია. მე ვწუხვარ ხალხზე, უდანაშაულო ადამიანებზე, ბავშვებზე, რომლებიც იღუპებიან ამ ომში. კლავენ სულელური მიზეზების გამო, ძალიან უცნაური და შეშლილი ხელისუფლების წაქეზებით“.

თავისი პოზიცია მაკლარენის მძღოლმა ლანდო ნორისმაც დააფიქსირა და თქვა, რომ სოჭში რბოლა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ იქნება სწორი.

F1-ის რუსი მძღოლი ნიკიტა მაზეპინი დღევანდელ პრესკონფერენციას არ დაესწრება.

გუშინ მაზეპინმა მედიას განუცხადა, რომ ფორმულა 1 მათთან თანამშრომლობით წინ მიდის და ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, ჩაანაცვლებენ თუ არა ჩემპიონატის ორგანიზატორები სოჭის რბოლას სხვა ალტერნატიული ადგილით.

Formula 1

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაგერმანია ამბობს -არა!
შემდეგი სტატიაFord Mustang Mach-E თუ Tesla Model 3 & Y?