Toyota Tundra 2022-ის ახალ ვიდეო რგოლს გრძნობები და ემოციები ტვინის ნეირონების მეშვეობით, სხეულის უჯრედული დონიდან ეპიდერმისზე ამოაქვს და მას ჟრუანტელის „ეკლებით“ ფარავს

ყველა ვთანხმდებით, რომ ავტომწარმოებლებმა მომხმარებლებს ხარისხიანი და საიმედო პროდუქცია უნდა შესთავაზონ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის გზა და ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც კომპანია თავის აუდიტორიას უკავშირდება.

კარგი მარკეტინგი, შთამბეჭდავი რეკლამა- ტოიოტას ეს არასდროს ეშლებოდა, მაგრამ მისი ახალი ვიდეორგოლი ნამდვილი საოცრებაა…

1 წუთიან რეკლამაში ჩაატიეს ის, რის გამოც ჩვენ ტოიოტას ვაფასებთ-მაშ ასე, ბრენდთან დამაკავშირებელი გულის ძაფები გაუშვით და მოემზადეთ დაუვიწყარი, ამაღელვებელი სანახაობისათვის:

კადრი კვამლით იწყება, კვამლს კი პირველი თაობის 4Runner-ი არღვევს, უკან ძველი Land Cruiser-ით ვბრუნდებით, შემდეგ მოდის FJ Cruiser და მალევე, ჩვენს ყურადღებას მისი უდიდებულესობა Tundra იქცევს.

რეკლამას საუნდტრეკად ლეგენდარული Nina Simone-ს  “Feeling Good”-ის “რიმეიქი” ადევს

ერთი სრული დეკადის შემდეგ, Toyota-მ საბოლოოდ წარადგინა ახალი თაობის Tundra, რომელიც Ford F-150, Ram 1500-ის და Chevrolet Silverado-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება.

განსხვავებით მისი წინა მორბედისგან(საშუალოდ, 115,000 გაყიდვა წელიწადში)  მას მეტ პოპულარობას უწინასწარმეტყველებენ.

ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან მომხმარებლები აშკარად დაინტერესებულნი არიან ახალი ტუნდრათი. გამოფენის დაწყებამდე 1,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა სატვირთო მანქანის ტიზერი.

თამამი და აგრესიული-Iron man

2022 Toyota Tundra- „უძლეველისგან დაბადებული“ – რეკლამა, რომელიც მეხსიერების ზღვარზე გადის
Tundra-ს ინსპირაცია ლეგენდარული სუპერგმირი რკინის კაცი იყო

Tundra-ს თამამ და უხეშ დიზაინს არაერთგვაროვანი გამოხმაურე მოჰყვა და ეს მოსალოდნელი იყო, რადგან კომპანიას მიზანმიმართულად სურდა, რომ სატვირთო მანქანა აგრესიული და „შემაძრწუნებელი“ ყოფილიყო.

ტუნდრას დიზაინერებმა აღნიშნეს, რომ მათი შთაგონება ლეგენდარული Iron man/რკინის კაცი იყო. ეს კიდევ ერთი ჭკვიანური მარკეტინგული გათვლაა საკულტო სუპერგმირის მოყვარული ადამიანების მოსაზიდად.(მეც მათს სიაში ვარ)

Toyota ქმნის ხარისხიან და საიმედო პროდუქციას. ტუნდრას შექმნით კი ისინი ამ რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას შეეცდებიან.

ორმაგ-ტურბინიანი, 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი

2022 Toyota Tundra- „უძლეველისგან დაბადებული“ – რეკლამა, რომელიც მეხსიერების ზღვარზე გადის
ავტომობილს 389 ცხენის ძალა აქვს

Tundra 2022-ს აქვს ორმაგტურბინიანი, 3.5 ლიტრიანი V6 ძრავი, რომელიც 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 649 ნიუტონ/მეტრია.

ჰიბრიდულ i-Force Max-ს 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე დამატებული აქვს ელექტროძრავი, რომელიც ავტომობილს განსაცვიფრებელ-437 ცხენის ძალას აძლევს, ბრუნვის მომენტს კი 790 ნიუტონ/მეტრამდე ზრდის.

Tundra-ს ორი ვერსია

როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი მოდელი უფრო მკვეთრი და ძარღვიანი სტილით გამოირჩევა. მისი მასიური ცხაური, შემოსაზღვრულია C ფორმის რადიატორის გარსით, ქვემოთ კი დაბურული ბამპერი აქვს განთავსებული. (ეს მხოლოდ ლიმიტირებულ გამოცემას)

მეორე ვერსიას, 1794 Edition-ს ქრომირებული/მეტალის ბამპერი აქვს.

ბორბლების მოჭრილი თაღები გვერდითა პროფილს საინტერესო და სახასიათო ვიზუალს სძენენ. საინტერესოა მისი ინტეგრირებული უკანა ბამპერიც, რომელსაც დამატებული აქვს ფოლადის დეტალები.

მაღალტექნოლოგიური სალონი

ავტომობილის სალონი აღჭურვილია 8.0-ინჩიანი ინფო-გასართობი სისტემით (უფრო მაღალი დონის მოდელები მიიღებენ 14.0-ინჩიან სენსორულ ეკრანს).

Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია ყველა მოდელისთვის. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტეგრირებული Amazon Music და Apple Podcasts.

ინტერიერს რაც შეეხება ის საკმაოდ მშვიდი და მიმზიდველია. წინა მხარეს ლითონის განივ ზედაპირზე განთავსებულია HVAC ხვრელები და ინფო-გასართობი სისტემა. ცენტრალური კონსოლი ჩაღრმავებულია, იქ მარტივად მოთავსდება ლეპტოპი, ხელჩანთა ან სხვა რაიმე ყოველდღიური აქსესუარი.

სივრცე ინტერიერში

წინ მძღოლის და მგზავრის მხარე საკმაოდ ფართე და ტევადია, რასაც ვერ ვიტყვით უკანა მგზავრების ადგილზე, ვგულისხმობ სივრცეს სავარძლების უკან. ავტომობილს აქვს პანორამული ლუქი.

2022 წლის Toyota Tundra-ს ყველა მოდელი, სტანდარტულად, გამოვა Toyota Safety Sense 2.5-ით, ავტომწარმოებლის უახლესი კომპლექტით,  უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით.

TSS 2.5 მოიცავს ავტომატურ გადაუდებელ დამუხრუჭებას ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა რადარზე შემჩნევის დროს, ბრმა წერტილების მონიტორინგს და სხვ.

სავარაუდო ღირებულება

2022 Toyota Tundra- „უძლეველისგან დაბადებული“ – რეკლამა, რომელიც მეხსიერების ზღვარზე გადის
ტუნდრა ბაზარზე, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოვა

Toyota Tundra-ს ბაზარზე გამოშვებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე რჩება. მრთალია, ავტომწარმოებელს ზუსტი ღირებულება არ დაუანონსებია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის მის წინა მორბედზე გაცილებით ძვირი არ ეღირება. მისი დაახლოებითი ფასი, სავარაუდოდ, 60,000 აშშ დოლარი იქნება.

Toyota Tundra

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიასრულიად ახალი Lotus Emira-პირველი გამოცემა, სპეციფიკა და მახასიათებლები
შემდეგი სტატიაVolkswagen Scout-მკაცრი გარეგნობის ელექტრო ჯიპი